აზერბაიჯანის გეოლოგიის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანის გეოლოგიის მუზეუმი — მდებარეობს აზერბაიჯანში. მუზეუმის ძირითად საქმიანობას კლდეების, მინერალებისა და მადნეულის ნიმუშების შესწავლა და ქვეყნის მინერალებისა და ნედლეულის ბაზის საფუძველზე დახასიათება წარმოადგენს.[1]

ისტორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი 1969 წელს დაარსდა. 1982 წელს აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით მას „აზერბაიჯანის გეოლოგიის მუზეუმი“ ეწოდა.[1]

2008 წლის 21 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს სამინისტროს საქმიანობის გასაუმჯობესებლად საპრეზიდენტო სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი აზერბაიჯანული მანათის გამოყოფის შესახებ.[2] ბრძანების შესაბამისად მუზეუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და სტრუქტურა თანამედროვე მოთხოვნილებების შესაბამისად განახლდა. მუზეუმს 639 მ² ფართობი უკავია. განაზლებული მუზეუმი 2010 წლის 25 დეკემბერს გაიხსნა.[3]

ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის საგამოფენო დერეფანში 500-ზე მეტი მადნეული, არა-მადნეული, სამშენებლო მასალა, მოსაჩუქურთმებელი და მოსაპირკეთებელი ქვის, ბუნებრივი ქვების, მინერალური, პალეონტოლოგიური ნიმუშები, აზერბაიჯანისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების მინერალური რესურსების გეოლოგიური რუკები, ალბომები და ბუკლეტებია გამოფენილი.მუზეუმში 6 განყოფილებაა.[1]

2016-2017 წლებში სამუზეუმო ფონდში 15 ექსპონატი, მათ შორის კვარცის მინერალები და დეკორატიული ქვები შევიდა. ექსპონატები დაშქესანისა და ხირზის რეგიონებში, ასევე მცირე კავკასიონისა და კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოიპოვეს. კვარცის ნიმუში ზაქათალის რეგიონში აღმოაჩინეს.[4]

რეგიონული გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონული გეოგრაფიის სექციააში წარმოდგენილია სტრატიგრაფიული, ლითოლოგიური, პეტროგრაფიული, ტექტონიკური, მაგნეტიზმის, მორფოლოგიის, ვულკანური, მიწისქვეშა მინერალური წყლებისა და მინერალური დეპოზიტების გეოლოგიური რუკები. რესპუბლიკის გეოლოგიური რუკა დაფუძნებულია რელიეფზე, რომელიც 1: 100 000 სკალაზე. განყოფილებაში წარმოდგენილია კავკასიის გეოლოგიური რუკაც, 1: 500,000 სკალით. განყოფილებაში გამოფენილია 500 იშვიათი კლდის, მადნისა და მონო-მინერალის ნიმუში.[1]

პეტროგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტროგრაფიის განყოფილებაში წარმოდგენილია ინტრუზიული და ეფუზიური, დანალექი და მეტამორფული კლდეებისა და ქვების ნიმუშები. კოლექციებში შეტანილია როგორც აზერბაიჯანის რეგიონის, ისე მსოფლიოს სხვა რეგიონის ნიმუშებიც.[1]

მინერალოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინერალოგიის განყოფილებაში გამოფენილია როგორც აზერბაიჯანიის რესპუბლიკის, ისე მსოფლიოს სხვა რეგიონების მინერალური ნიმუშების კოლექციები. განყოფილებაში მინერალების კრისტალური აგრეგატები, თავისუფალი ელემენტები, სულფიდები, ოქსიდები, კარბონატები, ფოსფატები და ჰიდროქსიდებია წარმოდგენილი.[1]

პალეონტოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალეონტოლოგიის განყოფილებაში გამოფენილია სილურული სისტემიდან ნეოგენურ სისტემამდე ხანის ფლორისა და ფაუნის ნიმუშები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]