აზერბაიჯანის ბადმინტონის ფედერაცია
აზერბაიჯანის ბადმინტონის ფედერაცია | |
---|---|
აზერ. Azerbaican Badminton Federasiyası | |
შეიქმნა | 1996 |
ტიპი | badminton association |
შტაბ-ბინა | ბაქო |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
კავშირები | ბადმინტონის მსოფლიო ფედერაცია და Badminton Europe |
/badmintonazerbaijan.com |
აზერბაიჯანის ბადმინტონის ფედერაცია (აზერ. Azerbaican Badminton Federasiyası) — ორგანიზაცია, რომელიც აწყობს ბადმინტონის შეჯიბრებებს აზერბაიჯანში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1962 წელს აზერბაიჯანის სსრ-ში შეიქმნა ბადმინტონის ფედერაცია. იმავე წელს ბაქოში პირველი ბადმინტონის შეჯიბრებები და ჩემპიონატები ჩატარდა.
1963 წელს გაიმართა აზერბაიჯანის ჩემპიონატი ბადმინტონში.
1969 წელს კლაიპედაში გამართულ სსრკ ბადმინტონის ჩემპიონატზე გ.ხადიევი ბადმინტონის ჩემპიონი გახდა. 1976 წელს მოგილევის ჩემპიონატზე მ.ორუჟევიც ჩემპიონი გახდა.
1996 წელს აზერბაიჯანის ბადმინტონის ფედერაცია დაარსდა. 1997 წლიდან ბადმინტონის მსოფლიო ფედერაციის და ევროპის ბადმინტონის კავშირის წევრი გახდა.
1997 წელს ისლამურ სპორტულ თამაშებზე ქალთა შორის ნ. მეჰდიევამ მე-3 ადგილი დაიკავა.
1998 წელს აზერბაიჯანელმა ბადმინტონის მოთამაშეებმა დამოუკიდებლობის შემდეგ ბადმინტონის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში პირველად მიიღეს მონაწილეობა.
2010 წელს ირანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე აზერბაიჯანელმა სპორტსმენებმა წყვილთა შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
2021 წელს, ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანელმა ბადმინტონის მოთამაშეებმა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა. ქვეყანა 2020 წლის თამაშებზე ედი რესკი დვიკაომ წარადგინა[1].
ფედერაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც შედგება 12 ადამიანისგან.