აზერბაიჯანის ახალგაზრდობის დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აზერბაიჯანის ახალგაზრდობის დღე
ტიპი სახელმწიფო
დაწესდა 1997
აღნიშნავენ აზერბაიჯანელები
დაკავშირებულია აზერბაიჯანელთა პირველი ახალგაზრდული ფორუმის ჩატარებასთან, 1996 წლის 2 თებერვალს

აზერბაიჯანელი ახალგაზრდობის დღე (აზერ. Azerbaycan Gəncləri günü) — საზეიმო დღე აზერბაიჯანში, დაარსებული 1997 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ბრძანებით. ბრძანების მიხედვით 1-ლი აზერბაიჯანული ახალგაზრდული ფორუმის დღე, რომელიც ჩატარდა 2 თებერვალს გამოცხადდა აზერბაიჯანელი ახალგაზრდობის დღედ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წლის 2 თებერვალს აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ბრძანებით ჩატარდა აზერბაიჯანელი ახალგაზრდების პირველი ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს 2000-მდე ახალგაზრდა მონაწილემ რესპუბლიკის ყველა რეგიონიდან.

დადგენილი ტრადიციის თანახმად, დღესასწაული ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. რამდენიმე თვით ადრე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება რაიონული და ქალაქის კონფერენციები. ამ კონფერენციების დროს ირჩევენ ფორუმის წევრ დელეგატებს, ტარდება ახალგაზრდობისა და სპორტის ადგილობრივი განყოფილებების უფროსების საანგარიშო მოსმენები, რომლებიც თავიანთი რაიონისა და ქალაქის ახალგაზრდებს აცნობებენ მათ მიერ გაწეულ სამუშაოს.

მიზნები და ამოცანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორუმში ახალგაზრდული დელეგატები შეფასებას აძლევენ მთავრობის მუშაობას ახალგაზრდობის განვითარების მიმართულებით და მათი წინადადებების, ინიციატივებისა და იდეების საფუძველზე იქმნება ახალგაზრდული პოლიტიკის პროგრამები.

ზოგადად, ფორუმის იდეაა ახალგაზრდა დელეგატების წინადადებების, შეფასებისა და კრიტიკის საფუძველზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდული აქტივობების ჩამოყალიბება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]