აზერბაიჯანელები რუსეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Derband.jpg
ქალაქი დერბენტი
საერთო მოსახლეობა
603,070 (2010 წ.)[1]
1 500 000 [2][3]
3 000 000[4]
ენები აზერბაიჯანული, რუსული.
რელიგიები ისლამი

აზერბაიჯანელები რუსეთში ან რუსი აზერბაიჯანელები (აზერ. Rusiya azərbaycanlıları, რუს. Азербайджанцы в России) — წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, რომლებიც ამავე ქვეყნის მოქალაქეები ან მუდმივი მაცხოვრებლები არიან. 2010 წლის მოსახლეობის მთლიანი აღწერის თანახმად, რუსეთში ცხოვრობდა 603 070 აზერბაიჯანელი, თუმცა მათი რიცხვი შეიძლება გაცილებით მეტი იყოს. 2002 წლისთვის რუსეთის მთლიანი აზერბაიჯანული მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობა 3 000 000-ს შეადგენდა.[4] მათგან ერთ მილიონ ნახევარზე მეტი ცხოვრობს მოსკოვში, თუმცა მომდევნო ათწლეულში, გამოითქვა მოსაზრება, რომ ბევრი აზერბაიჯანელი დაბრუნდა სამშობლოში.[5] 1991 წლის შემდეგ ეთნიკური აზერბაიჯანელი მიგრანტების უმეტესი ნაწილი რუსეთში ჩავიდა აზერბაიჯანის სოფლებიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.

დაღესტანში მხოვრები აზერბაიჯანელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მონაცემებით დაღესტნის რესპუბლიკაში ცხოვრობდა 130 919 აზერბაიჯანელი, რაც დაღესტნის მოსახლეობის 4.5% -ს შეადგენდა და მათ რეგიონის მეექვსე უდიდესი ეთნიკურ ჯგუფად აქცევდა. მათი უმრავლესობა ქალაქ დერბენტის მკვიდრია, რომლებიც ძირითადათ ცხოვრობენ ისტორიულ კვარტალ მაჰალში და შეადგენენ ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით მესამედს. აზერბაიჯანელი მოსახლეობა დერბენტსკის ოლქის მოსახლეობის 58% და ტაბასარანსკის ოლქის 18% -ია[6]

დაღესტანში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის კულტურულ ღირებულებებს შორის მნიშვნელოვანია გაზეთები და ჟურნალები, რომლებიც იბეჭდება აზერბაიჯანულ ენაზე, 72 საჯარო სკოლაში აზერბაიჯანული ენა ისწავლება როგორც მეორე ენა, ხოლო აზერბაიჯანული ხალხური თეატრი დერბენტში, დაარსდა 1904 წელს. [7] ისტორიულად დაღესტანელი აზერბაიჯანელები დაკავებული იყვნენ ხალიჩების ქსოვით, სამკაულებისა და სპილენძის ჭურჭლის დამზადებით.[8] სოფლებში მცხოვრები აზერბაიჯანელები კი ძირითადათ მიწათმოქმედებას მისდევდნენ.[9] 2000 წელს, საპრეზიდენტო განკარგულების თანახმად, აზერბაიჯანელებმა დაღესტნის 13 სხვა ეთნიკურ ჯგუფთან ერთად მიიღეს დაღესტანელის სტატუსი.[10] 2011 წლის მონაცემებით დაღესტნის სახელმწიფო საბჭოში ოთხი აზერბაიჯანელი წევრი იყო.[11]

2014 წლიდან მოყოლებული, დერბენტში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ გამოთქვა პრეტენზია, მთავრობის გულგრილობის, ინფრასტრუქტურის ცუდი მდგომარეობისა და ვანდალიზმის ხშირი შემთხვევების გამო [12][13][14] ამ ყველაფერმა გამოიწვია საპროტესტო გამოსვლები და გარემოს განახლების მოთხოვნა მუნიციპალურ დონეზე.[15][16] ამერიკელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა პოლ გობლემ ამ მოვლენებს „მდუღარე წერტილი“ უწოდა დერბენტში არსებულ ეთნიკურ ურთიერთობებში და არ გამორიცხა, რომ ისინი ამით ეთნიკურ კონფლიქტამდე მივლიან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთას.[17]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Портал "Всероссийская перепись населения 2010 года" - Окончательные итоги Всероссийской переписи населения 2010 года :Национальный состав населения Российской Федерации Archived April 24, 2012[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  2. Итоги переписи. 2002 census. Russian Federation State Statistics Service (2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 17 January 2012.
  3. van der Leeuw, Charles (2000). Azerbaijan: a quest for identity : a short history. Palgrave Macmillan, გვ. 19. ISBN 978-0-312-21903-1. 
  4. 4.0 4.1 Azerbaijan Acts to Limit the Discrimination Against Azeris in Russia by Nailia Sohbetqizi. Eurasianet.org. 11 November 2002. Retrieved 15 September 2006
  5. Mammadov, Ramiz. Ethnic Azeris Returning Home, Says Expert. Aze.az. 29 November 2012. Retrieved 17 January 2015.
  6. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-23. ციტირების თარიღი: 2009-06-19.
  7. History of the Azerbaijani State Drama Theatre in Derbent Archived 2013-08-29 საიტზე WebCiteCategory:სტატიები Webarchive-ის ციტირების ბმულების თარგებით.
  8. The Peoples of Dagestan. Lakia.net. Retrieved 15 September 2006 (in Russian)
  9. Magomedkhan Magomedkhanov. Building of the Tower of Babel: Ethnolinguistic Processes in Dagestan. Russian Academy of Sciences, Dagestan Science Centre.
  10. Decree 191 of the Dagestan State Council "On the Native Communities of Dagestan".
  11. Barthold, W., C.E. Bosworth "Shirwan Shah, Sharwan Shah. "Encyclopaedia of Islam. Edited by: P. Bearman, Th. Bianquis, C.E. Bosworth, E. van Donzel and W.P. Heinrichs. Brill, 2nd edition.
  12. Unrest in Derbent: Azeris on Verge of Protesting. Haqqin.az. 7 January 2015. Retrieved 17 January 2015.
  13. Adamova, Rahimat. Another Azeri Sanctuary Vandalised in Derbent. Haqqin.az. 12 January 2015. Retrieved 17 January 2015.
  14. Nizami Monument Vandalised Thus. Haqqin.az. 9 January 2015. Retrieved 17 January 2015.
  15. Adamova, Rahimat. Azeris Took to Derbent Streets. Haqqin.az. 10 January 2015. Retrieved 17 January 2015.
  16. Another Azeri Deposed in Derbent. Haqqin.az. 16 January 2015. Retrieved 17 January 2015.
  17. Goble, Paul. City on Russian-Azerbaijani Border Ready to Explode. Eurasia Daily Monitor Volume: 12 Issue: 7. 13 January 2015. Retrieved 17 January 2015.