აზარმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზარმანასოფლარი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ოსიაურის ჩრდილოეთით, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ტილიანას მარჯვენა სანაპიროზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნასოფლარი აზარმა მდინარე ტილიანას მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები, აგრეთვე ქართული საისტორიო წყაროები აზარმას არ იცნობენ.

1886 წლის აღწერით აქ ცხოვრობდა 18 კომლი (72 კაცი და 55 ქალი, სულ 127 კაცი). მოსახლეობა ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით მთლიანად ქართული იყო. 1930 წლის მონაცემებით, აზარმაში 70 კომლი ცხოვრობდა (186 კაცი და 211 ქალი, სულ 386 კაცი). მოსახლეობა ამ დროსაც ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით ქართულია.

აქ სახლობდნენ გვარები: ლომსაძეები, მოდებაძეები, ქიმერიძეები, ქურდაძეები, ჩუტკერაშვილები, ხმალაძეები, ჯიოშვილები...

1944 წელს აზარმის მოსახლეობა გადაასახლეს ახალციხის მხარეში და სოფელი მოიშალა.

აზარმის სახელით ცნობილია დასახლებული პუნქტი სამხრეთ საქართველოში, საიდანაც მომდინარეობს აზარმელთა ცნობილი ფეოდალური გვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ,,ოსიაური", ხაშური, 2013 წ. გვ. 14–15
  • ლაბაძე ჯ., ტილიანას ხეობის სოფლების ისტორია, მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ტ. IV, თბილისი, 2022