აზადა რუსტამოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზადა რუსტამოვა
დაბ. თარიღი 18 ივნისი, 1932(1932-06-18)
დაბ. ადგილი ბაქო
გარდ. თარიღი 2006
გარდ. ადგილი ბაქო
მოქალაქეობა  აზერბაიჯანი
საქმიანობა მეცნიერი
მუშაობის ადგილი ნიზამის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Teymur Karimli[1]
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და აზერბაიჯანის სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

აზადა ჯაფარ-ყიზი რუსტამოვა (აზერ. Azadə Cəfər qızı Rüstəmova; 18 ივნისი 1932, ბაქო — 19 აპრილი 2005, ბაქო) — აზერბაიჯანელი საბჭოთა აღმოსავლეთ- და ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აზერბაიჯანის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, 300 სტატიის, 20 წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი.[2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზადა რუსტამოვა 1932 წლის 18 ივლისს ბაქოში დაიბადა. ოქროს მედალზე დაამთვარა ჰუსეინ ჯავიდის სახელობის 132-ე სკოლა ბაქოში და აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფალულტეტზე ჩააბარა.[3][4] რუსტამოვამ წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და მოსკოვში აღმოსავლეთოცდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩააბარა. ევგენი ბერტელსის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფუზულის პოემის „ლეილი და მეჯნუნის“ თემაზე და ბაქოში დაბრუნდა.

აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ რუსტამოვა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ნიზამის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ კი უფროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა. დიდი ხანი ხელმძღვანელობდა შუა საუკუნეების აზერბაიჯანული ლიტერატურისა და ნიზამთმცოდნეობის განყოფილებას, 1991 წლიდან შუა საუკუნეების განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი იყო.

1994 წელს ანკარაში იუნესკოს ეგიდით ჩატარებულ ფუზულის 500 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე აზადა რუსტამოვა სიტყვით გამოვიდა.[3] ლიტერატურათმცოდნეობაში დამსახურებისათვის აზადა რუსტამოვა „საპატიო ნიშნის“ ორდენით დაჯილდოვდა და მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 2001 წელს არჩეულ იქნა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ კორესპონდენტად.

აზადა რუსტამოვა 2005 წელს გარდაიცვალა.[5] ავადმყოფობის მიუხედავად, სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა მუშაობას და ასპირანტებს ეხმარებოდა.[2] 2007 წლის 3 მაისს ნიზამი განჯევის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში აზადა რუსტამოვას 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სემინარი ჩატარდა.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://azertag.az/xeber/ADABIYYATSUNAS_ALIMIN_75_ILLIYI_QEYD_OLUNMUSDUR-376236
  2. 2.0 2.1 Hidayətqızı S.. (4 2013)Elmimizin Azadə Rüstəmova səhifəsi: parlaq, zəngin və mənalı az. 525-ci Qəzet.
  3. 3.0 3.1 3.2 Xəlilzadə F.. (5 2014)Tarixi-poetik həqiqətlərə sadiqlik az გვ. 16. Kaspiy.
  4. Görkəmli ədəbiyyatşünaslar. Azadə Rüstəmova az. Официальный сайт Института литературы имени Низами Гянджеви. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-06. ციტირების თარიღი: 2022-08-23.
  5. Rüstəmova Azadə Cəfər qızı az. Официальный сайт Национальный академии наук Азербайджана..
  6. Ədəbiyyatşünas alimin 75 illiyi qeyd olunmuşdur az. modern.az (5 2007).