ავშანფოთლიანი ამბროზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავშანფოთლიანი ამბროზია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ამბროზია
სახეობა:  ავშანფოთლიანი ამბროზია
ლათინური სახელი
Ambrosia artemisiifolia L.

ავშანფოთლიანი ამბროზია (ლათ. Ambrosia artemisiifolia) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია, 20-120 სმ სიმაღლის, მარტივი ან ზედა ნაწილში საგველასებურად დატოტვილი, მიტკეცილი ჯაგრისებური ბეწვით მოფენილი. ქვედა ფოთლები ორმაგფრთისებურად დაყოფილი, ზედა ფოთლები თითოეულ მხარეზე 2-3 მოგრძო ან ხაზურლანცეტანაკვთებიანი. კალათები თავთავისებურ ყვავილედებშია შეკრებილი. ყვავილები ღია ყვითელია. იზრდება მთის ქვედა, ზოგჯერ შუა სარტყელში რუდერალურ ადგილებში, გზისპირებზე, მიტოვებულ მიწებზე. აბეზარა სარეველა მცენარეა. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ევროპას, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკას.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]