ავტოფარეხი ნოვორიაზანსკის ქუჩაზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავტოფარეხი ნოვორიაზანსკის ქუჩაზე
Гараж на Новорязанской улице
Horseshoe Garage by Melnikov and Shukhov RAF2808.jpg
ავტოფარეხის შენობა 2008 წელს
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
არქიტექტორი კონსტანტინ მელნიკოვი, ვ. გ. შუხოვი
დაწყების თარიღი 1926
დასრულების თარიღი 1929
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7735327000

ავტოფარეხი ნოვორიაზანსკის ქუჩაზე (რუს. Гараж на Новорязанской улице) — რუსული ავანგარდული არქიტექტურის ძეგლი, აშენებულია 1926-1929 წლებში, მოსკოვის ნოვორიაზანცევის ქუჩაზე, არქიტექტორ კონტანტინ მელნიკოვისა და ინჟინერ ვლადიმერ შუხოვის პროექტის მიხედვით, როგორც სატვირთო მანქანების ავტოფარეხი.

მკაცრ, ლაკონურ, მონუმენტურ ფასადზე და კიჩოსეულ თანხვედრაში, წრიულ და მართკუთხა ელემენტით, შენობის ფასადზე იკითხება კონსტრუქტივიზმის თვისებები.

ავტოფარეხის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტოფარეხს, გეგმით გააჩნია გიგანტური ნალის ფორმა. შენობას ასეთი უჩვეულო ფორმა შეარჩია მელნიკოვმა, იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობისთვის მას სამკუთხედის ფორმის არასახარბიელო ტერიტორია გამოყვეს. არქიტექტორების მიერ დამუშავებული ავტოფარეხის ნალისებრი ფორმა, საშუალებას აძლევდა მაქსიმალური რაოდენობის სატვირთო მანქანების განთავსებას ტერიტორიაზე, ასევე მათი თავისუფალი შემოსვლის და გასვლის საშუალებას.

ნოვორიაზანსკის ქუჩაზე გამოდის შენობის ექსპრესიული ფასადი. შენობის ზედა ნაწილში მოქცეული ფასადის მრგვალი ფანჯრები კონსტრუირებულია დიდი და ვერტიკალურად წაგრძელებული, მართკუთხა ფანჯრებით, რომელიც მოქცეულია ადმისიტრაციული შენობის გვერდებში, რომელიც განლაგებულია ცენტრში. პროექტის მიხედვით, ფასადის ნახევრადმრგვალ შვერილში განლაგებული იყო ჭიშკარი, რომელიც უზრუნველყოფთა შენობაში თავისუფალ შესვლა-გამოსვლას (დღეისთვის შემორჩენილია მარტო ჭიშკარი).

ავტოფარეხის მეტალური გადახურვა ინჟინერ ვ. გ. შუხოვმა შეიმუშავა.

ავტოფარეხის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის 19 ოქტომბერს, ავტოფარეხის ბაზაზე გაიხსნა მოსგორტრანსის მე-4 საავტობუსო პარკი.[1] გახსნისთვის, ავტოფარეხში განლაგებული იყო „ЗИС-8“ და „ЗИС-16“ 115 ავტობუსი, რომელიც გადმოეცა მესამე პარკიდან, განლაგებული ბახმეტიევის ავტოფარეხში. 1949 წლის ოქტომბერში, პარკს გადაეცა „ЗИС-154“ ტიპის ავტობუსები, ხოლო 1955-1957 წელს, პარკს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და განლაგდა დამატებით „ЗИЛ-158“ ტიპის ავტობუსებიც. 1961 წლის ბოლოს, პარკში „ЗИЛ-158“ ტიპის 395 ავტობუსი იყო განლაგებული, საერთო ტევადობით 250 ადგილი. 2003 წლის იანვრისთვის, პარკი ემსახურებოდა შემდეგ მარშრუტებს: № 7, 14, 15, 17, 21, 36, 46, 74, 79, 83, 122, 125, 131, 141, 211, 231, 237, 254, 615, 617, 620, 645, 676, 703, 723, 773, 773к, 783, 792, 792к, 811. 811к.

2014 წლამდე, ნოვორიაზანსკის ქუჩის ავტოფარეხში განლაგებული იყო მე-4 საავტობუსო პარკი. ავტოფარეხის შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე ბოლო ათწლეულებში გაშენებულია სხვადასხვა მინაშენი, რაც ამახინჯებს შენობის ისტორიულ იერსახეს. დღეისთვის, ამ შენობაში განლაგებულია ნოვოკოსინსკის საავტობუსო-ტროლეიბუსის პარკის ფილიალი, რომელიც თავისთვის მიიღო ამ პარკის ნომერი და დამატებით მე-9 სატროლეიბუსო ხაზიც.

1997 წელს, მოსკოვის საქალაქო დუმამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით ავტოფარეხის შენობა შევიდა ისტორიულ და კულტურულ ძეგლთა სიაში, პრივატიზაციის უფლებით.[2]

2005 წლის თებერვალში, მოსკოვის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით დაიწყო ახალი საექაპლუატაციო ფილიალების მშენებლობა, პარკის გადატანის მიზნით.[3]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Константин Степанович Мельников: Архитектура моей жизни. Творческая концепция. Творческая практика / А. Стригалёв, И. Коккинаки. — М.: Искусство, 1985. — 311 с.
  • Константин Мельников. Рисунки и проекты: Каталог выставки. — М.: Советский художник, 1989. — 125 с. — ISBN 978-5269001739.
  • Мельников К. С. Архитекторское слово в его архитектуре. — М.: Архитектура-С, 2006. — 144 с. — ISBN 5-9647-0091-8.

(Хан-Магомедов С. О. Константин Мельников. — М.: Архитектура-С, 2006. — 296 с. — ISBN 978-5-9647-0095-1.

  • Стригалёв А. А. Константин Степанович Мельников. — М.: Искусство, 1985. — 364 с.
  • Шухова Е. М. Владимир Григорьевич Шухов. Первый инженер России. — М.: Изд. МГТУ, 2003. — 368 с. — ISBN 5-7038-2295-5.
  • Петропавловская И. А. Шухов Владимир Григорьевич, 1853-1939. — М.: Наука, 2004. — 108 с. — ISBN 5-02-033173-2.
  • Тархов С. А. Городской пассажирский транспорт Москвы. Краткий исторический очерк к 125-летию возникновения. — М., 1997.
  • Starr, S. Frederick. Melnikov: Solo Architect in a Mass Society. — Princeton. — Princeton University Press, 1978. — ISBN 0-691-03931-3.
  • Pare, Richard. Die verlorene Avantgarde. — Schirmer/Mosel Verlag Gm, 2007. — ISBN 9783829602990.
  • MacEl, Otakar, Fosso, Mario. Konstantin S. Mel'nikov and the Construction of Moscow. — Skira, 2001. — 312 p. — ISBN 9788881185399.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Московский автобус
  2. «О перечне объектов недвижимости, отнесённых к памятникам истории и культуры, разрешённых к приватизации» Постановление Московской городской думы от 25 июня 1997 года № 43
  3. «О резервировании земельных участков для перебазирования филиалов ГУП города Москвы „Мосгортранс“ из Центрального административного округа города Москвы» Распоряжение Правительства Москвы от 7 августа 2006 года № 1541-РП