შინაარსზე გადასვლა

ავტოფაზირება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავტოფაზირება — მოვლენა, რომელიც დამუხტული ნაწილაკების ამჩქარებელთა უმეტესობაში უზრუნველყოფს ელექტრონების, პროტონების, ალფა-ნაწილაკების, მრავალმუხტიანი იონების აჩქარებას დიდ ენერგიამდე (რამდენიმე მევ-იდან ასეულ გევ-მდე). აღმოაჩინა საბჭოთა ფიზიკოსმა ვ. ვექსლერმა (1944) და მისგან დამოუკიდებლად — ამერიკელმა ფიზიკოსმა ე. მაკმილანმა (1945).

თუ წრიულად მოძრავი e-მუხტიანი ნაწილაკი ამჩქარებელ შუალედს t დროში გაივლის, ის შეიძენს ენერგიას, სადაც იქნება ამჩქარებელი ძაბვის ამპლიტუდა, — ძაბვის ცვლილების პერიოდი, — ნაწილაკის ფაზა. როდესაც ნაწილაკის გარშემოვლის პერიოდი ტოლი ან ჯერადი გახდება ამჩქარებელი ძაბვის ცვლილების პერიოდისა, დამყარდება რეზონანსი — ამჩქარებელი შუალედის ყოველი გავლისას ნაწილაკი ერთნაირ ენერგიას შეიძენს; ასეთ ნაწილაკს წონასწორული ნაწილაკი ეწოდება, ხოლო მის ფაზას — წონასწორული ფაზა. ნაწილაკის გარშემოვლის პერიოდი დამოკიდებულია მის ენერგიაზე და მაგნიტური ველის დამაბულობაზე: , სადაც C სინათლის სიჩქარეა. სრული ენერგია ნაწილაკის უძრაობის ენერგიისა და ველში მიღებული , კინეტიკური ენერგიის ჯამია . ციკლოტრონში გარშემოვლის პერიოდი ყოველთვის მუდმივი სიდიდეა, რადგან ნაწილაკის უძრაობის ენერგია ყოველთვის ბევრად აღემატება კინეტიკურ ენერგიას , და რეზონანსის პირობა თავისთავად დაცული იქნება. სხვა სახის ამჩქარებლებში რეზონანსის შენარჩუნებისათვის საჭიროა ვცვალოთ ან ელექტრული ველის ცვლილების პერიოდი, თუ მაგნიტური ველი უცვლელია (მაგალითად, ფაზოტრონში), ან მაგნიტური ველის დაძაბულობა, თუ ელექტრული ველის პერიოდი მუდმივია (მაგალითად, სინქროტრონში). სინქროფაზოტრონში ორივე სიდიდეს ერთდრიოულად ცვლიან და ამით აღწევენ ავტოფაზირებას.