ავტოსტერილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავტოსტერილობა (ავტო... და ლათ. sterilis — უნაყოფო), თვითუნაყოფობა მცენარისამტვრის მარცვლის გაუღივებლობა ამავე ყვავილის ანდა ამავე ჯიშის სხვა მცენარის ყვავილის დინგზე მოხვედრისას. ახასიათებს ვაშლს, მსხალს, ალუბალს, ჭვავს, ჭარხალსა და სხვ. ჯვარედინმტვერია მცენარეებს. ზოგჯერ ავტოსტერილობა არ ვლინდება ერთი და იმავე სახეობის ყველა სახესხვაობასა და რასაში და მცენარის განვითარების ეტაპზეა დამოკიდებული — უფრო მკვეთრად გამოიხატება ყვავილობის დასაწყისში. შდრ. ავტოფერტილობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]