ავტორ-მთქმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავტორ-მთქმელიქართულ ფოლკლორისტიკაში მიღებული ტერმინი, აღნიშნავს ფოლკლორულ ნაწარმოებთა ისეთ შემსრულებელს, მთქმელს, რომელსაც საკუთარი რეპერტუარიც მოეპოვება. ავტორ-მთქმელის მიერ გამოთქმული ტექსტი ფოლკლორული ტრადიციის საფუძველზეა შექმნილი და განსაზღვრულია ზეპირსიტყვიერების სპეციფიკით. ზეპირად გავრცელების შედეგად ავტორ-მთქმელის შემოქმედების ნაწილი ხშირად ფოლკლორის კუთვნილებად იქცევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956;
  • ქსე, ტ. 1, გვ. 174, თბ., 1975