შინაარსზე გადასვლა

ავტოვაგზალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავტოვაგზალი — საავტობუსო მიმოსვლის მომსახურებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა ან ნაგებობათა კომპლექსი. აქვს მგზავრთა მოსადცელი დარბაზი, მოედანი, საბილეთო სალაროები, სადისპეჩერო, მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის ბაქნები, ავტობუსის სადგომი მოედნები და სხვა. აგებენ ერთ-ორ და მრავალიარუსიან ავტოვაგზლებს, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა დარბაზები, გვირაბები, გადასასვლელი ხიდები და სხვა. თბილისის ავტოვაგზალი აშენებულია 1973 წელს (არქიტექტორები შოთა ყავლაშვილი. რ. კიკნაძე, ვ. ქურთიშვილი, მხატვარი ზ. წერეთელი).