ავსტრიული პინჩერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავსტრიული პინჩერი
წარმოშობის ქვეყანა ავსტრია
თვისებები
წონა 12-18 კგ.
სიმაღლე 36-51 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ავსტრიული პინჩერი (გერმ. Österreichischer Pinscher) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ავსტრიაში XVIII საუკუნეში.

ავსტრიული ფერმერების ეს ტრადიციული ძაღლი გამოიყვანეს ფარების გადასაყვანად და საცხოვრებლის დასაცავად. ავსტრიული პინჩერის მსგავსი ძაღლი XVIII საუკუნის ტილოებზეა გამოსახული. გერმანული პინჩერის ეს მძიმეწონიანი "ბიძაშვილი" არასოდეს ყოფილა ცნობილი ყოფილი ავსტრიის იმპერიის ფარგლებს გარეთ, დღესაც სხვა ქვეყნებში იშვიათად გვხვდება. ავსტრიული პინჩერი დანიშნულება ფერმერის დახმარებაა და რადგან მისთვის არასოდეს უცდიათ კომპანიონის თვისებების მიცემა, სხვა ძაღლებთან ურთიერთობა უჭირს და კბენაზე უარს არ ამბობს. თუმცა ნაცნობ ადამიანებს ძალიან მეგობრულად ექცევა.

ცოცხალი, ენერგიული ავსტრიული პინჩერისგან კარგი მოდარაჯე გამოდის, ნებისმიერი საეჭვო ხმაურისას ის ყეფას იწყებს. ავსტრიული პინჩერი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სიცხეს. ბალნის შეფერილობა მრავალნაირია და განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ცუდად იწვრთნება. აქვს შედარებით მოკლე დრუნჩი, მოკლე, უხეში ბალანი, საშუალო სიგრძის წინა ფეხები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: