შინაარსზე გადასვლა

ავსტრიის ჰიმნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Land der Berge
ქართ. ავსტრიის ჰიმნი
ქვეყანა ავსტრია
ტექსტის ავტორი პაულა პრერადოვიჩი, 1946
მუსიკის ავტორი მოცარტი ან იოჰან ჰოლცერი, 1791
შემოღებულ იქნა 1947 წელს

ავსტრიის ჰიმნი, 2012 წლის 1 იანვრიდან ოფიციალურად ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური ჰიმნი (გერმ. Bundeshymne der Republik Österreich) — გერბთან და დროშასთან ერთად ავსტრიის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოა. მისი მელოდია ცნობილია „ბუნდესლიდის“ სახლწოდებით, ხოლო ტექსტი წარმოადგენს ავსტრიულ ლექსს „მთების ქვეყანა“ (Land der Berge).

„ბუნდესლიდი“ 1946 წლის 22 ოქტომბერს ავსტრიის მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცდა ჰიმნის მელოდიად. ჰიმნის ტექსტად კი 1947 წლის 25 თებერვალს პაულა პრერადოვიჩის მიერ შემუშავებული ლექსი დამტკიცდა. ავსტრიის სისხლის სამარის კოდექსის 248-ე პარაგრაფით ავსტრიის ჰიმნის მიმართ აგდებული დამოკიდებულება ან მისი დამცირება მიიჩნევა სახელმწიფოსა და მისი სიმბოლოების დამცირებად და ამისთვის სასჯელია დაწესებული.

დღეს საკამათოა, თუ ვინაა „ბუნდესლიდის“ მელოდიის ავტორი. 1960-იან წლებამდე მიიჩნეოდა, რომ ეს იყო ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მიერ სიკვდილამდე ცხრამეტი დღით ადრე დაწერილი მისი უკანასკნელი დასრულებული ნაწარმოები. 1960-იან წლებში მუსიკის მკვლევარებმა „ბუნდესლიდის“ წარმომავლობა ეჭვქვეშ დააყენეს და დაკვირვებების შედეგად წამოაყენეს ახალი აზრი, რომლის მიხედვითაც მელოდია უნდა ეკუთვნოდეს იმავე პერიოდის პიანისტს იოჰან ბაპტისტ ჰოლცერს.

  • Peter Diem: Die Symbole Österreichs. Zeit und Geschichte in Zeichen. Kremayr & Scheriau, Wien 1995, ISBN 3-218-00594-9.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]