ავსტრიის თემები
იერსახე
ავსტრიის თემები (გერმ. Gemeinde) — ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული ავსტრიაში. სულ ავსტრიაში 2095 თემია. თემის საკრებულო აირჩევა პირდაპირი წესით 5 ან 6 წლით. საკრებულო ნიშნავს გამგეობის წევრებს. გამგეობა შედგება მერისგან, მისი მოადგილეებისგან და წევერბისგან და კომპლექტდება სხვადსხვა პარტიებისგან არჩევნების შედეგების პროპორციულად. მერის არჩევის წესი განსხვავებულია და ის აირჩევა ან საკრებულოს მიერ, ან პირდაპირი არჩევნებით ხალხის მიერ.
თემის უფლებამოსილებებში შედის სოციალური მომსახურება, მართლწესრიგის დაცვა, ურბანული დაგეგმვა და მიწათსარგებლობა, წყალმომარაგება და კანალიზაცია, გზები და საჯარო ტრანსპორტი, კულტურა, ჯანდაცვა და უსაფრთხოება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||||