ავსტრია-პრუსიის ომი
ავსტრია-პრუსიის ომი | |||
---|---|---|---|
მდებარეობა | გერმანიის კავშირი | ||
მიზეზი | ჰეგემონია გერმანიაში | ||
შედეგი |
პრაღის ზავი ავსტრიის იმპერიის გარდაქმნა ავსტრია-უნგრეთის იმპერიად ჩრდილოეთ გერმანიის კავშირის შექმნა | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
პრუსიის სამეფოს გაფართოება პატარა გერმანული სახელმწიფოების ხარჯზე ვენეტოს გადაცემა იტალიისთვის | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
![]() |
ავსტრია-პრუსიის ომი — ომი 1866 წელს ავსტრიის იმპერიასა და პრუსიის სამეფოს შორისგერმანიაში ჰეგემონიისთვის.
მზადება ომისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომის საბაბი გახდა უთანხმოება შლეზვიგ-ჰოლშტაინის გამო, რომელიც ავსტრიამ და პრუსიამ 1865 წლის 14 აგვისტოს გაშტაინის კონვენციით გაიყვეს. ავსტრიასთან ომის მზადების პროცესში ოტო ფონ ბისმარკმა უზრუნველყო საფრანგეთისა და რუსეთის იმპერიის ნეიტრალიტეტი, იტალიასთან კი 1866 წლის 8 აპრილს სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო. პრუსიამ ჯარი შეიყვანა ჰოლშტაინში და 10 ივნისს გერმანულ სახელმწიფოებს დაუგზავნა გერმანიის კავშირის რეფორმის პროექტი, რომელიც ითვალისიწნებდა კავშირიდან ავსტრიის გარიცხვას. 14 ივნისს ავსტრიის წინადადებით და გერმანიის კავშირის სახელმწიფოთა უმრავლესობის მხარდაჭერით გერმანიის კავშირის სეიმმა გადაწყვიტა არმიის მობილიზება პრუსიის წინააღმდეგ.
ომის მიმდინარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]16 ივნისს პრუსია შეიჭრა ავსტრიის მოკავშირე ჰანოვერის სამეფოში, ჰესენსა და საქსონიის სამეფოში. 17 ივნისს ავსტრიამ ომი გამოუცხადა პრუსიას. პრუსიის არმიამ სწრაფი წარმატება მოიპოვა მაინის ასპარეზზე და ფრანკფურტის მიმართულებით, შემდეგ კი გააძლიერა შეტევა ჩეხეთში.. 3 ივლიის მოხდა გადამწყვეტი სადოვის ბრძოლა, სადაც ავსტრიელები სასტიკად დამარცხდნენ.
გენერალი ბენედეკი შეცვალა ერცჰერცოგმა ალბრეხტმა, მაგრამ ომის გაგრძელება არცერთ მხარეს არ აძლევდა ხელს, რადგან ავსტრიას უნგრეთის განდგომის ეშინოდა, ხოლო პრუსიას — საფრანგეთის ნეიტრალიტეტის დაკარგვისა. ამასთან, ბისმარკს არ სურდა ავსტრიის ძლიერ დასუსტება, რადგან სამომავალოდ მიზნად ისახავდა მასთან დაახლოებას. 26 ივლისს ნიკოლსბურგში დაიდო დროებითი ზავი, ხოლო 23 აგვისტოს პრაღის ზავი.
პრუსიის გამარჯვების მიზეზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომის დროს ავსტრია უკვე იბძროდა ორ ფრონტზე, იტალიაში და ჩეხეთში, სადაც ავსტრიის 260-ათასიანი არმია იყო დაკავებული. საქსონიის გარდა ავსტრიას ვერც ერთი მოკავშირე ვერ დაეხმარა. პრუსიამ გამოიყვანა 278-ათასიანი არმია, ამასთან პრუსიას ჰქონდა ავსტრიასთან უკეთ განვითარებული მრეწველობა, უკეთესი შეიარაღება და განვითარებული სარკინიგზო ქსელი, რაც უზრუნველყოფდა არმიის სწრაფ მობილიზაციას და გადაყვანას. პრუსიელების ჩახმახწვეტიანი თოფი ისროდა სამჯერ სწრაფად, ვიდრე ავსტრიელების ლულიდან დასატენი თოფი.
ომის შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომის მთავარი შედეგი იყო პრუსიის მიერ ჩრდილოეთ გერმანიის კავშირის შექმნა. ავსტრია დარჩა ამ კავშირის გარეთ. პრუსიის საზღვრები გაფართოვდა პატარა გერმანული სახელმწიფოების ხარჯზე. ომი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო პრუსიის მიერ გერმანიის გაერთიანების გზაზე. ვენეტო გადაეცა იტალიას. ომმა გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი ავსტრიის იმპერიაში, რასაც შედეგად მოჰყვა ერთ წელიწადში ავსტრიის იმპერიის გარდაქმნა ავსტრია-უნგრეთის იმპერიად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 152.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Драгомиров М. И. Очерки австро-прусской войны на сайте «Руниверс»
- Австро-прусская война 1866 დაარქივებული 2006-10-23 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Униформы солдат стран-участниц австро-прусской войны 1866 დაარქივებული 2008-05-31 საიტზე Wayback Machine.
- Чёрно-белые иллюстрации австро-прусской войны 1866 დაარქივებული 2016-03-13 საიტზე Wayback Machine.