ავსტრალიური ნაგაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავსტრალიური ნაგაზი
წარმოშობის ქვეყანა ავსტრალია
თვისებები
წონა 16-32 კგ.
სიმაღლე 46-58 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ავსტრალიური ნაგაზი (ინგლ. Australian Shepherd) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ავსტრალიაში XX საუკუნეში.

ეს ჯიში გამოიყვანეს კალიფორნიაში XIX საუკუნეში. მის წინაპრებს შორის არიან ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან ჩამოყვანილი ნაგაზები. ავსტრალიური ნაგაზი, რომელსაც ცოტა ვინმე თუ იცნობს შეერთებული შტატების გარეთ, დღესდღეობით პოპულარობას იძენს. ეს არის მისი კარგი ხასიათის, კეთილგანწყობის და გარეგნობის დამსახურება. ავსტრალიური ნაგაზის თავდაპირველი დანიშნულება იყო ცხვრების მწყემსვა კალიფორნიის ცვალებად კლიმატში, თუმცა მოგვიანებით ის გამოსადეგი აღმოჩნდა როგორც ოჯახში საცხოვრებლად, ასევე, მეძებრის და მაშველი ძაღლის სახით.

ამ ცხოველის ხასიათი ოქროსფერ რეტრივერს და ლაბრადორ რეტრივერს გავს, ალერსიანი და თამაშის მოყვარულია, თუმცა შენარჩუნებული აქვს მუშა თვისებები. ავსტრალიურ ნაგაზს აქვს ზომიერად უხეში ბალანი, რომელიც განსაკუთრებით ხშირია კისერსა და მკერდზე. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ჟღალი თეთრით, ღვიძლისფერი, მარმარილოსებრი, შავი და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სხეული ზომიერი სიგრძისაა. ის კარგად უძლებს სიცივეს, ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ადვილად ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს. ადვილად იწვრთნება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: