ავსტრალიური კელპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავსტრალიური კელპი
წარმოშობის ქვეყანა ავსტრალია
თვისებები
წონა 11-20 კგ.
სიმაღლე 43-51 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ავსტრალიური კელპი (ინგლ. Australian Kelpie) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ავსტრალიაში 1870-იან წლებში.

ეს ჯიში შეიქმნა ჩრდილოინგლისური კოლის და ახალი სამხრეთ უელსელი შავ-ყავისფერი ძაღლის, სახელად კელპის შეჯვარების შედეგად. ავსტრალიური კელპი კომპაქტური, ძლიერი, სიამოვნებით და ძალდაუტანებლად მომუშავე ძაღლია, რომელიც ძალიან პოპულარულია ავსტრალიაში, სადაც მისი რაოდენობა 100 ათასს აღემატება. კელპი მზადაა იმუშაოს ნებისმიერ შინაურ ცხოველთან - იქნება ეს მსხვილი რქოსანი ცხოველი, ცხვარი, თხა თუ ფრინველი, სწორედ ამის გამო გაჩნდა ლეგენდა, რომ ამ ძაღლში დინგოს სისხლიცაა. თუმცა კელპის შესახებ ზუსტი ცნობები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. უფრო სავარაუდოა, რომ მისი წინაპარი კოლი იყო. ცნობილმა შოტლანდიელმა მწერალმა რობერტ ლუის სტივენსონმა რომანში "მოტალებული" ახსენა ძაღლი, რომელსაც "წყლის კელპს" უწოდებდა.

ეს ზეაქტიული, მშფოთვარე ძაღლი ქალაქში ცხოვრებისათვის ნაკლებ გამოსადეგია. კარგად უძლებს სიცივეს და სიცხეს, სჭირდება დამატებითი დატვირთვა. აქვს გრძელი, ვიწრო თავი, ღრმა, განიერი მკერდი, საშუალო სიგრძის კუდი, ხშირი ბალანი, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ჟღალი, წითელი, ცისფერი, შოკოლადისფერი, შავი-ხორბლისფრით, შავი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: