შინაარსზე გადასვლა

ავსტრალიური აბრეშუმისებრი ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავსტრალიური აბრეშუმისებრი ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა ავსტრალია
თვისებები
წონა 4-5 კგ.
სიმაღლე 22,5-23,5 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ავსტრალიური აბრეშუმისებრი ტერიერი (ინგლ. Australian Silky Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ავსტრალიაში XX საუკუნეში.

ავსტრალიური სილქი XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა, როგორც ჩანს, ავსტრალიური ტერიერისა და იორკშირ ტერიერის, შესაძლოა სკაიტერიერის შეჯვარების შედეგად. ჯიშს თავიდანვე კომპანიონის დანიშნულება ჰქონდა, ავსტრალიური სილქი გარეგნულად ჰგავს იორკშირ ტერიერს, მაგრამ შედარებით მსხვილია, მან წარმატებით მოახდინა აშშ_სა და კანადის „ოკუპაცია“, შემდეგ „შეიჭრა“ ევროპის კონტინენტზეც. სილქი ძლიერი აღნაგობის მქონე ძაღლია, რომელიც თავგამოდებით იცავს თავისი ტერიტორიის საზღვრებს და ხმამაღალი ყეფით ატყობინებს პატრონს უცნობი ადამიანის მოახლოებას.

პატარა ზომების მიუხედავად, სილქი ადვილად ერევა პატარა მღრღნელებს. დროთა განმავლობაში ძაღლი შეიძლება ძალიან დამოუკიდებელი გახდეს, ამიტომ, მეგობრული შინაური კომპანიონის აღსაზრდელად, პატარაობიდანვე უნდა გამოუმუშაოთ პატრონისადმი მორჩილების თვისებები. ლეკვობის პერიოდში გაუწვრთნელი სილქები შემდგომში ზოგჯერ ვერ აღიქვამენ მკაცრ ბრძანებებს. სილქის ბალანს ყოველდღიური დავარცხნა სჭირდება. ის ძალიან ცუდად იტანს სიცივეს. სამაგიეროდ კარგად ეგუება სიცხეს. კარგი მოდარაჯეა. ძნელად იწვრთნება და ვერ ეგუება სხვა ძაღლებს. სილქის აქვს გრძელი მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი ბალანი (რომელსაც ცისფერს უწოდებენ), ძლიერი თეძოები, V-ს ფორმის ყურები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]