ავსტრალიის კონსტიტუცია

ავსტრალიის კონსტიტუცია (ინგლ. Constitution of Australia; ასევე ცნობილი როგორც თანამეგობრობის კონსტიტუცია; ინგლ. Commonwealth Constitution) − ფუნდამენტური კანონი, რომელიც ავსტრალიის პოლიტიკურ სტრუქტურას არეგულირებს. იგი დაწერილი კონსტიტუციაა, რომელიც ქვეყანას ფედერაციად აცხადებს. კონსტიტუციის მიხედვით, ავსტრალია კონსტიტუციური მონარქიაა და საპარლამენტო სისტემას წარმოადგენს. შედგება რვა თავისგან, რომლებშიც სამი შტოს სტრუქტურა და ძალაუფლებაა დადგენილი: პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლო ხელისუფლების.
კონსტიტუციის პროექტი 1891-1898 წლებში, ავსტრალიაში ბრიტანეთის ექვსი თვითმმართველი კოლონიის (ახალი სამხრეთი უელსი, ვიქტორია, ქვინზლენდი, დასავლეთი ავსტრალია, სამხრეთი ავსტრალია და ტასმანია) წარმომადგენლების საკონსტიტუციო ყრილობებზე შეიმუშვეს. 1898-1900 წლებში კონსტიტუციის საბოლოო პროექტი თითოეულ შტატში საკონსტიტუციო რეფერენდუმზე დაამტკიცეს. კონსტიტუცია ლონდონში გადაიგზავნა, სადაც მცირე ცვლილებები შეიტანეს და ბრიტანეთის პარლამენტის აქტის სახით ამოქმედდა. კონსტიტუცია ძალაში შევიდა 1901 წლის 1-ელ იანვარს. ავსტრალიის თანამეგობრობის ფარგლებში ექვსი კოლონია შტატებად გამოცხადდა.
კონსტიტუცია ავსტრალიის საკონსტიტუციო სამართლის მთავარი, მაგრამ არა ექსკლუზიური წყაროა. კონსტიტუცია მოქმედებს კონსტიტუციურ კანონებთან, შტატების კონსტიტუციებთან, უესტმინსტერის 1931 წლის სტატუტთან, ავსტრალიის 1986 წლის აქტებთან, პრეროგატიულ ინსტრუმენტებთან და ავსტრალიის უზენაესი სასამართლოს იურიდიულ ინტერპრეტაციებთან ერთად.
ავსტრალიის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა რეფერენდუმის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელიც 128-ე სექციაშია გაწერილი. ეს ორმაგ უმრავლესობას მოითხოვს: ეროვნულ დონეზე უმრავლესობას და შტატების უმრავლესობაში ხმის მიმცემთა უმრავლესობას. შეთავაზებული 45 შესწორებიდან მხოლოდ რვა დამტკიცდა რეფერენდუმებზე.[1] თანამედროვე დებატების საგანია შესწორებები აბორიგენი ავსტრალიელების ცნობისა და რესპუბლიკად გამოცხადების შესახებ. უახლესი რეფერენდუმი 2023 წლის 14 ოქტომბერს გაიმართა პარლამენტში აბორიგენთა სპიკერის დანიშვნასთან დაკავშირებით, მაგრამ რეფერენდუმზე შეთავაზება უარყვეს.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Commonwealth of Australia Constitution Act (The Constitution) en-AU (29 July 1977).
- Statute of Westminster 1931 (Imp) 22 & 23 Geo 5, c 4 en-GB.
- Statute of Westminster Adoption Act 1942 (Cth) en-AU (3 March 1986).
- Australia Act 1986 (Cth) en-AU (4 December 1985).
- Australia Act 1986 (UK) en-GB.
- Arcioni, Elisa (2012). „Excluding Indigenous Australians from 'The People': A Reconsideration of Sections 25 and 127 of the Constitution“. Federal Law Review. Canberra: Australian National University. 40 (3): 287–315. doi:10.22145/flr.40.3.1. ISSN 1444-6928. S2CID 210774854. ციტირების თარიღი: 3 August 2020.
- (2017) Winterton's Australian Federal Constitutional Law, 4th, Pyrmont, NSW: Thomson Reuters. ISBN 978-0-45523-972-9.
- (1901) The Annotated Constitution of the Australian Commonwealth. Sydney, NSW: Angus & Robertson. ISBN 0-9596568-0-4.
- Sawer, Geoffrey (1966). „The Australian Constitution and the Australian Aborigines“ (PDF). Federal Law Review. Canberra: Australian National University. 2 (1): 17–36. doi:10.1177/0067205X6600200102. ISSN 1444-6928. S2CID 159414135. ციტირების თარიღი: 3 August 2020.
- Williams, George; Brennan, Sean; Lynch, Andrew (2018) Blackshield and Williams Australian Constitutional Law and Theory, 7th, Annandale, NSW: Federation Press. ISBN 978-1-76002-151-1.
დამატებითი საკითხავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (2018) The Oxford Handbook of the Australian Constitution. Oxford: Oxford U.P.. ISBN 9780198738435.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Referendum dates and results en-AU (7 November 2023). ციტირების თარიღი: 2023-12-02
- ↑ Worthington, Brett (2023-10-14). „Australians reject Indigenous recognition via Voice to Parliament, referendum set for defeat“. ABC News (ინგლისური).
|