შინაარსზე გადასვლა

ავრორა (ტელენოველა)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავრორა
ჟანრი დრამა
რომანტიკა
ავტორი მარსელა სიტერიო
მონაწილეობენ სარა მალდონადო
ეუხენიო სილერი
ხორხე ლუის პილა
ლისეტე მორელოსი
აილინ მუხიკა
პაბლო აზარი
ვანესა პოსე
ბრაულიო კასტილიო
ეპიზოდი 135[1]
ეთერი
ორიგინალური არხი Telemundo
ჩვენების ფორმატი HDTV 1080i
ეთერში 1 ნოემბერი, 2010 — 20 მაისი, 2011

აურორა (ესპ. Aurora) — კომპანია ტელემუნდოს 2010-2011 წლის სერიალი, რომელიც გადაღებულია აშშ–ის ქალაქ მაიამიში. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ სარა მალდონადო, ეუხენიო სილერი, ხორხე ლუის პილა და აილინ მუხიკა.

სიყვარულის ისტორია. ავრორა, ჩვენი დროის მძინარე მზეთუნახავია. მედიცინის საოცრებამ, ავრორას ცხოვრება ზღაპრად აქცია. 20 წლის შემდეგ მშვენიერი ავრორა მეორედ იბადება. აწმყო მსხვერპლად ითხოვს წარსულს. მისთვის სიყვარულის კარი ორჯერ გაიღო. ავრორა ახალ ცხოვრებას, ახლებურად იწყებს...

ავრორა 20 წლის, ლამაზი ქალიშვილია, რომელსაც ერთი დანახვისთანავე შეუყვარდება ლორენსო. როცა გოგოს მშობლები გაიგებენ, რომ ავრორა ორსულადაა, ისინი მაშინვე აიძულებენ ლორენსოს, ავრორას დაშორდეს ისე, რომ მან ვერც კი გაიგოს, რომ მალე მამა გახდება. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ავრორა ბავშვს გააჩენს, გაიგებს, რომ მას საშინელი დაავადება სჭირს, რომლის განკურნებაც იმ დროს (მოქმედება 1990 წელს იწყება) ვერ ხერხდება. ავრორას მამა, გუსტავო გადაწყვეტს თავის მიერ გამოგონილი ტექნოლოგიის საშუალებით, ავრორა გაყინოს, მანამ სანამ გოგოს დაავადების განკურნება არ მოხდება. ის ასეც იქცევა. ავრორა რამდენიმე წელი მარტოდმარტო, გაყინული რჩება. გადის 20 წელი. ავრორას რეანიმირებას უკეთებენ, რის შედეგადაც, გოგო დიდი ხნის ძილის შემდეგ იღვიძებს. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 40 წლისაა, ის მაინც ისე გამოიყურება, როგორც 20 წლის წინ, გაყინვამდე. მისთვის ეს 20 წელი ერთ ღამეს უდრის და ამიტომაც არ იცის თუ რა მოხდა მის ოჯახში ამდენი ხნის შემდეგ. ყველაფერი შეიცვალა... ერთადერთი რაც არ შეცვლილა ეს თავად ავრორაა... მისი საუკეთესო დაქალი, ახლა მისი ცხოვრების სიყვარულზე, ლორენსოზეა დაქორწინებული. აგრეთვე მისი შვილი, ბლანკა, რომელმაც ავრორას არსებობის შესახებ არც კი იცის, ისე გამოიyურება, როგორც დედამისი. 20 წლის შემდეგ მშვენიერი ავრორა მეორედ იბადება. მისთვის სიყვარულის კარი ორჯერ გაიღო. ავრორას მოუწევს ახალი ცხოვრება ახლებურად დაიწყოს...

მსახიობები და როლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მსახიობიპერსონაჟიპერსონაჟის დახასიათება
სარა მალდონადოავრორა პონსე დე ლეონიმთავარი გმირი, ლორენსოს ყოფილი საცოლე, იღვიძებს 20 წლიანი ძილის შემდეგ.
ეუხენიო სილერიმარტინ ლობოსიმთავარი გმირი, ლორენსოს შვილი
ხორხე ლუის პილალორენსო ლობოსიმარტინის მამა, ავრორას ყოფილი საქმრო.
აილინ მუხიკავანესა მილერიავრორას მეგობარი, ალქაჯი.
ლისეტე მორელოსიბლანკა პოსე დე ლეონიავრორას და ლორენსოს შვილი, ალქაჯი.
პაბლო აზარისეზარ ლობოსილორენსოს და ნატალიას შვილი, ბოროტმოქმედი.
ბრაულიო კასტილიოგუსტავო პონსე დე ლეონიავრორას მამა.
ისმაელ ლა როსაფედერიკო
კარენ სენტიესიინეს პონსეავრორას დედა, გუსტავოს ცოლი.
სანდრა დესტენავენატალიავანესას და ავრორას დაქალი, ლორენსოს ქმარი.
მელვინ კაბრერაერნესტოლორენსოს საუკეთესო მეგობარი
ვანესა პოსევიკივანესას შვილი.
ტალინა დუკლაუდინინანატალიას შვილი.
მონიკა ფრანკოელიზაბეტიალქაჯი, გუსტავოს ასისტენტი.
რუბენ მორალესიროკი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Aurora official site on Telemundo full episode list