ავრორა (სანქტ-პეტერბურგის კინოთეატრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავრორა
Аврора
კოორდინატები 59°56′03″N 30°20′21″E / 59.934061° ჩ. გ. 30.339169° ა. გ. / 59.934061; 30.339169
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
თარიღდება 1913
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7831023000

კინოთეატრი ავრორა (რუს. Аврора) — ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრი საქნტ-პეტერბურგში. მდებარეობს ქალაქის ცენტრში ნევის პროსპექტზე, № 60 სახლში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ ადგილზე სადაც ახლა მდებარეობს ნევის პროსპექტის სახლი № 60, 1780-იან წლებში ააგეს ორსართულიანი ქვის სახლი მისი პირველი მფლობელის ვაჭარ ი. დენისოვისათვის. 1790-იანი წლებიდან სახლი ეკუთვნის გრაფ სერგეი რუმიანცევს, ხოლო 1830-იანი წლებიდან მის ქალიშვილს თავადის ქალს ვ. გოლიცინას. 1844-1845 წლებში ამ სახლში ცხოვრობდა პოეტი პეტრე ვიაზემსკი. 1850-იან წლებში სახლი ეკუთვნოდა გრაფინია ა. ტოლსტოის, მწერალ ალექსი ტოლსტოის დედას. 1858 წელს სახლი გადავიდა ვაჭარ ი. გლაზუნოვის მფლობელობაში, რის გამოც არქიტექტორმა გიორგი ვინტერგალტერმა დააშენა შენობას და შეცვალა ფასადი. სახლი გლაზუნოვსა და მის მემკვიდრეებს ეკუთვნოდათ რევოლუციამდე, მასში კი განთავსებული იყო მაღაზიები და კანტორები.

1913 წელს არქიტექტორ ნ. სტფანოვისა და ვ. შაუბას პროექტით ეზოში ააგეს კინემატოგრაფის სახლი „Пикадилли“, რომელიც იტევდა 700 მაყურებელს. მისი ფასადი ნახევრად როტონდული იყო და შესრულებული იყო ნეკლასიკურ სტილში, ხოლო მაყურებელთა დარბაზი - მოდერნის სტილში. დარბაზში ვაამონნტაჟეს იმ დროისათვის უახლესი აპარატურა და დიდი ეკრანი. კინოთეატრის გახსნა გაიმართა 1913 წლის 27 დეკემბერს.

1923-1924 წლებში არქიტექტორმა ბორის ალმენდიგენმა წარმართა კინოთეატრის რეკონსტრუქცია. 1932 წელს, რევოლუციის 15 წლისთავთან დაკავშირებით, კინოთეატრს უწოდეს „ავრორა“ (კრეისერ ავრორას პატივისცემის ნიშნად). 1932 წელსვე კინოთეატში დაამონტაჟეს ახალი აპარატურა ხმოვანი ფილმების საჩვენებლად. 1937 წელს იგი გააფართოვეს: კინოთეატრის მოედანი ორჯერ გაადიდეს, მიაშენეს ფოიე და საკონცერტო დარბაზი.

ავრორა იყო ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი კინოთეატრი სადაც ლენინგრადის ბლოკადის დროსაც კი არ შეწყვეტილა ფილმების ჩვენება.

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად კინოთეატრში ფუნქციონირებს ორი კინოდარბაზი - დიდი და მცირე, რომელთა ტევადობაცაა 623 და 100 ადამიანი. ასევე ფუნქციონირებს კინობარი და კაფე.

1998 წელს კინოთეატრში, მისი 85 წლისთავის აღსანიშნავად, გაიმართა დიდი სარესტავრაციო სამუშაოები, რათა აღდგენილიყო მისი ისტორიული სახე. ამავე დროს დაამონტაჟეს უახლესი ხმის აპარატურა და ახალი სკამები.

2010 წელს დაამონტაჟეს ციფრული კომპიუტერი Christie CP2230 ახალი 3D სათვალეებით. კინოთეატრში ასევე აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმებს[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Б. М. Кириков, Л. А. Кирикова, О. В. Петрова // Невский проспект. Дом за домом. — 4-е изд., перераб.. — М.: Центрполиграф, 2013

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]