ავრორა (კრასნოდარის კინოთეატრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავრორა
Аврора
2015. Краснодар 029.jpg
კოორდინატები 45°03′29″N 38°58′58″E / 45.058056° ჩ. გ. 38.982778° ა. გ. / 45.058056; 38.982778
მდებარეობა რუსეთი, კრასნოდარი, წითელი ქუჩა 169
არქიტექტორი ე. სერდიუკოვი
დაწყების თარიღი 1963
დასრულების თარიღი 1967
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 2300144000

კინოთეატრი ავრორა (რუს. Кинотеатр «Аврора») — მრავალფორმატიანი კინოთეატრი კრასნოდარში, რუსეთის ფედერაცია. შენობა აღიარებულია ქალაქის არქიტექტურულ ძეგლად[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინოთეატრის შენობა ექსპლუატაციაში შევიდა 1967 წლის 13 მაისს. პროექტის ავტორი იყო სოჭის საპროექტო ინსტიტუტის მთავარი არქიტექტორი ევგენი სერდიუკოვი. კინოთეატრში პირველი სეანსი გაიმართა 1967 წლის 14 მაისს, აჩვენეს ფილმი სახელწოდებით „ავრორას გასროლა“.

1981 წელს საოლქო აღასკომის № 540 დადგენილებით კინოთეატრი „ავრორა“ აღიარეს არქიტექტურის ძეგლად[1].

2000-იან წლებში მიმდინარეობდა კინოთეატრის რეკონსტრუქცია, შეიცვალა საპროექციო და ხმის აპარატურა, ასევე გაარემონტეს ინტერიერი და შეიცვალა სკამები მაყურებელთა დარბაზში.

2009 წლის ნოემბერში დიდ დარბაზში დააყენეს ციფრული პროექტორი, რამაც საშუალება მისცა ფილმები ეჩვენებინათ 2D და 3D ფორმატებში.

2010 წელს კინოთეატრის მცირე დარბაზი სრულიად გადააკეთეს. შეამცირეს სკამების რაოდენობა დარბაზის კომფორტულობის მიზნით. სრულიად გამოცვალეს აღჭურვილობა: დააყენეს ციფრული პროექტორი რათა ეჩვენებინათ ფილმები 2D და 3D ფორმატებში, დააყენეს ახალი ანატომიური სკამები.

2015 წლის 29 იანვარს კინოთეატრი დაიხურა რეკონსტრუქციის გამო, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2016 წლის შუა თვეებში, მაგრამ რემონტი ამჯერადაც არ დასრულებულა. რემონტის პერიოდში გაარემონტეს კინოთეატრის ფასადი[2].

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს აზრი, რომ კინოთეატრის არქიტექტურული გადაწყვეტა იყო უნიკალური თავისი დროისთვის. ფასადის მხარეს განთავსებულია შადრევანი და ავრორას ქანდაკება.

კინოთეატრს აქვს ორი კინოდარბაზი: დიდი - 1 200 ადგილიანი და მცირე - 80 ადგილიანი.

2007 წელს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კინოთეატრის ტერიტორიაზე იგეგმებოდა მრავალფუნქციური სავაჭრო-ადმინისტრაციული კომპლექსის აგება ეიფელის კოშკის ფორმატში.

არქიტექტურის სფეროში მოღვაწე ექსპერტების აზრით, ახალი შენობა (190 მეტრის სიმაღლის) ქალაქის ისტორიულ ცენტრს არ შეესაბამება.

2008 წელს გამოცხადდა სამშენებლო სამუშაოების ტენდერი, მაგრამ 2009 წელს რეგიონალურმა და საქალაქო ხელისუფლებამ უარი თქვა კინოთეატრის რეკონსტრუქციაზე და განაცხადა, რომ შენობა მხოლოდ გარემონტდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]