შინაარსზე გადასვლა

ავოგადრო (მთვარის კრატერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერი
ავოგადრო
ლათ. Avogadro
მონაცემები
ზვინულის სიმაღლე 1.64 კმ (2015)[1]
დიამეტრი 129.84 კმ[2]
მოცულობა 18136.38 კმ³ (2015)[1]
უდიდესი სიღრმე 2.93 კმ (2015)[1]
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი ამედეო ავოგადრო
დამტკიცებულია IAU (1970)
მდებარეობა
63.21° ჩ. გ. 165.36° ა. გ. / 63.21° ჩ. გ. 165.36° ა. გ. / 63.21; 165.36
ციური სხეული მთვარე
ავოგადრო (მთვარის კრატერი) — მთვარე
ავოგადრო (მთვარის კრატერი)
ავოგადრო ვიკისაწყობში

კრატერი ავოგადრო (ლათ. Avogadro) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის უკანა მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა იტალიელი ფიზიკოსისა და ქიმიკოსის, ამედეო ავოგადროს პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1970 წელს).[2] კრატერის ფორმირება პრე-ნექტარული პერიოდით ივარაუდება.[1]

კრატერის ჩრდილო-ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს სკელერუპის კრატერი, დასავლეთით - ობერტის კრატერი, სამხრეთით - დ’ალამბერტის კრატერი, ხოლო სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთით - იამამოტოს კრატერი. ავოგადროს კრატერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ესაზღვრება ტიხოვის კრატერი.[3] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 63°13′N 165°22′E / 63.21° ჩ. გ. 165.36° ა. გ. / 63.21; 165.36, დიამეტრი — 129.84 კმ,[2] სიღრმე — 2.93 კმ.[1]

ფორმირების შემდეგ, კრატერი ძლიერ დაზიანდა შემდგომი დარტყმების შედეგად; კრატერის კიდე თითქმის მთლიანად განადგურდა. კისრის უდიდესი სიმაღლე მიმდებარე რელიეფიდან 1.64 კმ-ია.[1] კრატერის აუზის ფსკერი დაფარულია მრავალი პატარა კრატერით, რომელთაგან ბევრი, თავის მხრივ, ასევე განადგურებულია და კრატერების მხოლოდ მკრთალი კვალი რჩება. კრატერის მოცულობა 18136.38 კმ³-ია.[1]

სატელიტური კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დევიდ კემბელის ფოტო
დევიდ კემბელის ფოტო
ავოგადრო კოორდინატები დიამეტრი, კმ
D 63°50′N 170°13′E / 63.84° ჩ. გ. 170.22° ა. გ. / 63.84; 170.22 (Авогадро D) 19.5

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097. 
  • Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
  • Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4. 
  • Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1. 
  • McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
  • Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
  • Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6. 
  • Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3. 
  • Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4. 
  • Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3. 
  • Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6. 
  • Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1.