ავნევის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავნევის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ავნევში. აგებულია შუა საუკუნეებში. ნაეკლესიარი შემორჩენილია რიყის ქვის გროვის სახით. მასზე ადრე ხის შენობა დაუშენებიათ, შემდეგ ისიც დაუნგრევიათ. აქა-იქ ჩანს საძირკვლის ფრაგმენტები. ტერიტორიაზე დევს გაურკვეველი დანიშნულების დიდი ზომის თლილი ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004