ავლაბრის კარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავლაბრის კარი — ძველი თბილისის გალავანში გაჭრილი კარი, საიდანაც იწყებოდა გზები ავჭალისა და კახეთისაკენ. თავდაპირველად მდებარეობდა დაახლოებით ახლანდელი მეტეხის აღმართის ტერიტორიაზე იქ, სადაც მეტეხის პლატოს გალავნის ძირითად კედელს დასავლეთის მხრიდან გარშემოვლებული კედელი ერთვოდა. XVIII ს. მეორე ნახევარში შიდაავლაბრის ვრცელ ტერიტორიას ახალი გალავანი შემოარტყეს და ავლაბრის კარი მოეწყო ახლანდ. მეტეხის ქუჩისა და ქეთევან წამებულის მოედნის შერწყმის ადგილზე. აქ იწყებოდა შიდაავლაბრის მთავარი (ახლანდ. მეტეხის) ქუჩა, რომელსაც სასურსათო დუქნების რიგები მიუყვებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 10. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985