ავილი (ალექსანდრიის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავილი ალექსანდრიელი (ბერძნ. Αβίλιος ან Αμέλιος), აგრეთვე ცნობილი როგორც წმინდა საბელიუსი, აბილი, ამელიოსი ან მელიოსი/მილიუსი (დ. ? - გ. ახ.წ. 22 თებერვალი, 95 ან 98 წელი)[1]ალექსანდრიის მესამე ეპისკოპოსი (პატრიარქი).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპისკოპოს ანიანის გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრიის ეპისკოპოსებმა და მღვდლებმა კრება გამართეს, რომელზეც უნდა აერჩიათ ეკლესიის ახალი წინამძღოლი. დეკემბრის თვეში ერთხმად იქნა არჩეული ავილი (ახ. წ. 83 წელი, იმპერატორ ტიტუს ფლავიუს დომიციანეს მმართველობის დროს[2]).

ავილი განაგრძობდა ახალი ეკლესიების მშენებლობასა და განამტკიცებდა რწმენას მოსახლეობაში. მისი პატრიარქობის დროს გავრცელდა ქრსიტიანობა როგორც ეგვიპტეში, ისე დასავლეთის ხუთ პროვინციასა და სუდანში. არსებობს მოსაზრება, რომ იმპერატორმა დომიციანემ ჩამოაგდო ავილი საეპისკოპოსო ტახტიდან[2] და მის ადგილას სხვა დასვა, თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებელი წყარო არ არსებობს.

ისტორიული წყაროების მიხედვით იგი საეპისკოპოსო კათედრაზე თორმეტი წელი მსახურობდა. გარდაიცვალა პირველ თოტს (11 სექტემბერი) ახ. წ. 95 წელს. დაკრძალულ იქნა მარკოზ მახარებლის გვერდით ალექსანდრიის ტაძარ ბაუკალისში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Morgan, Robert (September 21, 2016) History of the Coptic Orthodox People and the Church of Egypt. FriesenPress, გვ. 16. ISBN 9781460280287. ციტირების თარიღი: 20 November 2016. 
  2. 2.0 2.1 http://www.copticchurch.net/synaxarium/1_1.html#3 Official network of the Coptic Orthodox Church of Alexandria and All of Africa