ავიაციისა და კოსმონავტიკის მუზეუმი (სამარა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავიაციისა და კოსმონავტიკის მუზეუმი
53°12′44″ ჩ. გ. 50°10′40″ ა. გ. / 53.21222° ჩ. გ. 50.17778° ა. გ. / 53.21222; 50.17778
დაარსდა 1977
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა სამარა, რუსეთი
სტატუსი მუზეუმი
ოფიციალური საიტი [museum.ssau.ru museum.ssau.ru]
Map

სერგეი კოროლიოვის სახელობის ავიაციისა და კოსმონავტიკის მუზეუმი (რუს. Музей авиации и космонавтики имени С. П. Королёва) — მუზეუმი რუსეთში. მდებარეობს ქალაქ სამარაში მოსკოვის გზატკეცილზე. წარმოადგენს რუსეთის კოსმონავტიკის მუზეუმების ასოციაციისა და სამეცნიერო-ტექნიკური მუზეუმების ეროვნული კომიტეტის ასოციაციის რეგიონულ განყოფილებასა და სამეცნიერო მეთოდურ ცენტრს.

მუზეუმის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის გახსნა 1977 წლის 12 იანვარს — სერგეი კოროლიოვის დაბადებიდან 70-ე იუბილეზე შედგა. 1977-დან 1981 წლამდე მუზეუმი საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა, ხოლო 1981 წლიდან სამარის სახელმწიფო აეროკოსმოსური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვეგანყოფილების სახით აგრძელებს მუშაობას.

1980-1981 წლებში და 1992 წელს ჩატარდა მუზეუმის რეკონსტრუქცია და სრული რეექსპოზიცია. 1989 წელს მუზეუმს საპატიო წოდება „სახალხო“ მიენიჭა. 1999 წელს მუზეუმის ინიციატივით დაარსდა სამარის სამეცნიერო-ტექნიკური მუზეუმების ასოციაცია, სადაც ის მთავარი და სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი გახდა. ამჟამად მუზეუმი წარმოადგენს რუსეთის კოსმონავტიკის მუზეუმების ასოციაციის რეგიონულ განყოფილებას. არის მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს რუსეთის კომიტეტის რუსეთის სამეცნიერო-ტექნიკური მუზეუმების ასოციაციის წევრი, რუსეთის კოსმონავტიკის აკადემიის ვოლგისპირეთის განყოფილების კორპორატიული წევრი.

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოზეუმის ექსპოზიციის ფართობი — 400 მ²,
  • საერთო სამუზეუმო ფონდი — 11,3 ათასი ერთეული,
  • ძირითადი ფონდი — 6,6. ათასი ერთეული.
  • ყოველწლიურად მუზეუმს 20 000 ადამიანი სტუმრობს.

ექსკურსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი ორგანიზებას უწევს 10-ზე მეტი სხვადასხვა სახის დასათვალიერებელ და თემატურ ექსკურსიებს სტუდენტებისათვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, უნივერსიტეტის სტუმრებისათვის, საზღვარგარეთული დელეგაციებისთვის, ტურისტებისთვის და დამტვალიერებელთა სხვა კატეგორიებისათვის.

  • „Мир музея“ (მუზეუმის დასათვალიერებელი ექსკურსია)
  • „Мир полета“ (მუზეუმის დასათვალიერებელი ექსკურსია + საავიაციო და სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკის ლაბორატორიები)
  • „Знакомьтесь, АЭРОКОС“ (მუზეუმი + უნივერსიტეტის ექსკურსია აბიტურიენტებისათვის)
  • „СамаРА“ (ქალაქის ექსკურსია + მუზეუმების მონახულება, მათ შორის, საწარმოები და უმაღლესი სასწავლებლები)
  • „Самара аэрокосмическая“ სამარის უნივერსიტეტის სასწავლო აეროდრომის მონახულება (სმიშლიაევკა)[1]
  • „Русский космос“ (რუსეთის კოსმოსური იდეის საწყისები და თანამედროვე კოსმოსური საქმიანობა)
  • „Крылья над Волгой“ (ავიაციის ჩასახვა და განვითარება სამარაში)

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Марина Гринева Самара строит космический парк „Самарская газета“, 12.04.2014