ავიატორების პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავიატორების პარკი (რუს. Парк Авиаторов) — ტერიტორია, რომელიც განეკუთვნება ქალაქის ტყეს და მდებარეობს დონის როსტოვის პერვომაისკის რაიონის ფარგლებში[1], შოლოხოვის პროსპექტის მიმდებარედ[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში პარკის ტერიტორიაზე იმართებოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის სპორტული მიმართულებითაც. ამავე პერიოდში აქ გააკეთეს ასფალტის გზა, რომელიც XXI საუკუნემდე შემორჩა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში. 2013 წელს მოაასფალტეს 1400-მეტრიანი საპარკო ზონის ტერიტორია, დადგეს ფანჩატურები და ნაგვის ურნები. დასვენების დღეებში პარკს 1 000 ადამიანი სტუმრობს. მოხალისეებმა პარკის ტერიტორიაზე გააშენეს ხილის ხეები, ცაცხვები, ნეკერჩხლები და არყები. პარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ტუალეტი. ასევე განათებულია მთელი პარკის ტერიტორია[1].

ავიატორების პარკში დგას მემორიალი „როსტოვის ცის დამცველები“. 2005 წელს სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისა და მემორიალის რესტავრაციის გამო გამოიყო დაახლოებით 6,5 მლნ რუბლი. 2016 წელს დონის როსტოვის პერვომაისკის კეთილმოწყობის სამსახურმა გამოაცხადა აუქციონი იჯარაზე, რომლის ფარგლებშიც ჩატარდებოდა რიგი სამუშაოები. სამუშაოები ჩაუტარდებოდა ყველა ობიექტს, რომელიც შედიოდა მემორიალის შემადგენლობაში, გარემონტდებოდა სტელა, კედლები უნდა მოეპირკეთებინათ გრანიტის ფილებით[3].

2016 წლის მაისში ცნობილი გახდა ავიატორთა პარკში ველოსიპედის პარკის შექმნის შესახებ. ამის გამო საჭირო გახდა პარკის ტერიტორიაზე მოეწყოთ ინფრასტრუქტურა, გაკეთდა საველოსიპედო ტრასები, მოეწყო ადგილები საოჯახო დასვენებისთვის[1].

2017 წლის ინფორმაციით იძებნება ინვესტორი ავიატორების პარკის რეკონსტრუქციისათვის[4]. 2017 წლის 1 აპრილს პარკში გაიმართა ეკომარათონი, რომლის მიზანიც იყო ტერიტორიის გასუფთავება ნაგვისაგან და ახალი ხეების დარგვა[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]