ავთო მოსიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ავთო მოსიაშვილი
ავთო მოსიაშვილი, ფოტო.jpg
დაბადების თარიღი 10 სექტემბერი, 1939 (1939-09-10) (81 წლის)
დუშეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სამხატვრო აკადემია
პროფესია ფერწერა, მხატვარი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

ალექსანდრე (ავთო) მოსიაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1939, დუშეთი) — ქართველი მხატვარი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1990). მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში და აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე (ავთო) მოსიაშვილი, დაიბადა ქ. დუშეთში 1939 წლის 10 სექტემბერს. სწავლობდა დუშეთის I საშ. სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის განხრით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი აგრძელებს სწავლას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

1974 წლიდან არის მხატვართა კავშირის წევრი. გამოფენებში მონაწილეობას იღებს 1969 წლიდან.[1]

1986 წელს ტოკიოში მხატვართა საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოებული იყო ოქროს მედლით სურათისთვის „ცივი დღე“.[1] 1990 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. თბილისში გამართულ საერთაშორისო საშობაო ფესტივალის გამოფენებში დაჯილდოვდა პირველი, სამჯერ მეორე პრემიით.

1990 წელს გაიმართა პირველი პერსონალური გამოფენა ქ.მოსკოვში. 2004 წელს მხატვრის პერსონალური გამოფენა საქართველოს ეროვნლ გალერეაში.

2009 წელს მოეწყო პერსონალური გამოფენა გალერეა „დი-არტში“.იგი მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში:პოლონეთში, ლიტვა, ლატვია,ბულგარეთი, მოსკოვი. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში და აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმში.

მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო: საფრანგეთში, ნორვეგიაში, პოლონეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ინგლისში, მალტაში, შვეიცარიაში, უკრაინაში, სომხეთში.

2017 წელს დაჯილდოვდა „საამაყო დიდუბელის“ წოდებითა და მედლით. 2018 წელს საქართველოს მხატვართა კავშირის წარდგინებით იგი დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით“.

ნაშრომები, ფერწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ნისლიანი დღე“
  • „წვიმამ გადაიღო“
  • „ძველი სახლი“
  • „კომპოზიცია“
  • „დები“
  • „ძველი გემი“
  • „თეთრი ოთახი“
  • „ნოსტალგია“
  • „ზამთრის მიწურული“
  • „წვიმის შემდეგ“
  • „თეთრი სახლი“
  • „ოცნება“
  • „თეთრი ლაქა“
  • „სოფლის ბოლო“
  • „სიზმარი“
  • „თბილი დღე“
  • „ძველი წისქვილი“
  • „ჩემი სალოცავი“
  • „თავისუფლება“
  • „ქალი ჭიშკართან“
  • „შემოდგომა“
  • „დაბადება“
  • „მუსიკოსები“ და სხვა მრავალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ავთო მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა ka. დუდაგო. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021[მკვდარი ბმული]