ავთანდილი (საკუთარი სახელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ავთანდილ (საკუთარი სახელი))
ავთანდილი
სპარსული
სქესი: მამრობითი
ეტიმოლოგიური მნიშვნელობა: „სამშობლოს გული“,
„სამშობლოს რწმენა“,
„სარწმუნოების კერა“

კნინობ. ფორმები: ავთო, ათული, თანდილა
უცხოენოვანი ანალოგები:

ინგლ. Avtandil
ესპ. Avtandil
გერმ. Awthandil
უკრ. Автанділь
ფრანგ. Avtandil

დაკავშირებული სტატიები: დაწყებული „ავთანდილი“

ყველა სტატია „ავთანდილი“

ავთანდილი — მნიშვნელობის მხრივ უკავშირდება სპარსულ ენას, ნიშნავს „სამშობლოს გულს“, „სამშობლოს რწმენას“ ან „სარწმუნოების კერას“[1]. საკუთარი სახელის მნიშვნელობა მიღებული აქვს ქართულში. პირველად გვხვდება „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სახელად, რის გამოც დიდად პოპულარულია. მისი კნინობითი ფორმებია ავთო და თანდილა. არის გვარი ავთანდილაშვილი[2].

სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ამ სახელის 24854 მატარებელი[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-09. ციტირების თარიღი: 2021-01-19.
  2. http://geogen.ge/index.php?id_menu=52&id_menu_up=&lang=&id_let=1&abc=1
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: 2011-06-15.