ავთანდილ მახარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავთანდილ მახარაძე
Avtandil Makharadze.jpg
ავთანდილ მახარაძე
დაბ. თარიღი 16 ივლისი, 1943 (1943-07-16) (76 წლის)
ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1965-დღემდე

ავთანდილ (ავთო) ივანეს ძე მახარაძე (დ. 16 ივლისი 1943, ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1987), საპატიო ბათუმელი (2013).

ავთანდილ მახარაძემ 1965 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ა. თავზარაშვილის სახელოსნო). 1965–1966 წლებში მოღვაწეობდა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში. 1966 წლიდან მუშაობს რუსთაველის თეატრში. განსაკუთრებული როლებიდან აღსანიშნავია: აბიბო (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“), ბუხუტი (ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“), ბორის გოდუნოვი (ალექსეი ტოლსტოის „ივანე მრისხანის სიკვდილი“), ტიბალტი (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), მოამბე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), მეფე ედუარდ IV, კენტერბერის არქიეპისკოპი, მასხარა (უილიამ შექსპირის „რიჩარდ მესამე“), გლოსტერი (უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“) და სხვა. მონაწილეობს ქართულ და საზღვარგარეთის კინოფილმებში.[1]

საერთაშორისო აღიარება მოიპოვა აბელ და ვარლამ არავიძეების ვირტუოზულად განსახიერებული როლებით (თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“). შესრულებული როლისთვის ფილმში „მონანიება“ მიენიჭა ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდო და ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის (1987) და პრემია „ნიკა“ საუკეთესო მსახიობი კაცისთვის (1987). შესრულებული როლისთვის ფილმში „გარეშე“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა „ოქროს არწივი“ (1993).[2] აგრეთვე მოპოვებული აქვს პრიზი პირველი საერთაშორისო ევრაზიული კინოფესტივალი „ახალი კინო XXI საუკუნე“, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „ნაციონალური ბომბი“.[1] აღსანიშნავია, რომ 2005 წელს ავთანდილ მახარაძემ შეასრულა იოსებ სტალინის როლი BBC-ის სატელევიზიო ფილმში „არხანგელი“, სადაც მასთან ერთად ითამაშა დენიელ კრეიგმა. 2013 წელს ავთნდილ მახარაძეს მიენიჭა საპატიო ბათუმელის წოდება.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1987: რუსეთის კინოაკადემიის პრიზი "ნიკა", მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმში "მონანიება"
   პირველი საერთაშორისო ევრაზიული კინოფესტივალი "ახალი კინო XXI საუკუნე", პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში "ნაციონალური ბომბი" – რუსეთი
   ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალი "სილვერ ჰიუგო", მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმში "მონანიება" (აშშ)
  • 1988: საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1993: თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს არწივი"

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]