ავთანდილ გიორგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავთანდილ გიორგაძე (დ. 1952, ჩოხატაურის რაიონი — გ. 1993) — ქართველი მორაგბე.

1976-1982 წლებში იყო სსრკ ნაკრების წევრი და გუნდის კაპიტანი. იგი სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში „სოცინდუსტრიის“ საერთაშორისო ტურნირის თასის ორგზის მფლობელია.

სპორტული კარიერის დასასრულს, გარდაცვალებამდე, იგი იყო ჩოხატაურის „ჯანის“ მწვრთნელი. „ჯანი“ მისი მწვრთნელობის პერიოდში მე-3 ადგილისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ავთანდილ გიორგაძე 4-ჯერ დაასახელეს საუკეთესო საბჭოთა მორაგბედ.

სპორტული მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სპარტაკი“ — ამიერკავკასიის მორაგბეთა ტურნირის გამარჯვებული; საქართველოს პირველობის პრიზიორი; სომხეთის ღია პირველობის ჩემპიონი; საზოგადოება "სპარტაკის" საკავშირო პირველობების პრიზიორი;

„ლოკომოტივი“ — 1972, 1978, 1981 წლებში. საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელი; 1978 წ. სსრკ-ის თასის მფლობელი; 1972-1977 წლებში საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლების მფლობელი.

„აია“ — 1987, 1988, 1989 წლებში საკავშირო ჩემპიონატის ოქროს მედლების მფლობელი; 1984 წელი სსრკ-ის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი; 1985 წელი სსრკ-ის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი; 1987, 1990 წლებში სსრკ-ის თასის მფლობელი; 1990-1991 წლებში საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლების მფლობელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული რაგბის სათავეებთან, თბ., 2000
  • ქართული რაგბის ვარსკლავები - ავთანდილ გიორგაძე, 1999