ავთანდილ ბერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავთანდილ ბერიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ოქტომბერი, 2012 – 28 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიმიხეილ მახარაძე
მემკვიდრედავით გაბაიძე

დაბადებული11 იანვარი, 1955
ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვლილი12 ნოემბერი, 2020 (65 წლის)
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ავთანდილ ბერიძე (დ. 11 იანვარი, 1955, ბათუმი, საქართველო — გ. 12 ნოემბერი, 2020) — ქართველი პოლიტიკოსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, 2012 წლის 28 ოქტომბრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავთანდილ ბერიძე დაიბადა 1955 წლის 11 აინვარს ქალაქ ბათუმში.[1]

სწავლობდა მოსკოვის კვების მრეწველობის საკავშირო ინსტიტუტში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადების ეკონომიკისა და ორგანიზაციის (სპეციალობა – ეკონომისტი) დაუსწრებელ ფაკულტეტზე.

1971–1974 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენის კოლმეურნეობაში რიგითი წევრის რანგში, ხოლო 1974–1978 წლებში მოსკოვის ოლქის ქ. ზვენიგოროდის 46-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში – ლაბორანტად; 1979–1982 წლებში მუშაობდა აჭარის საკონსერვო მრეწველობის კომბინატში – ნორმადარად, პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარედ; 1982–2012 წლებში ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირსა და ხელვაჩაურის რაიონულ პროფგაერთიანებას.

საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში; 1991–1996 წლებში იყო აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი, ორჯერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; 2012 წლიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, იყო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხოლო 2012–2016 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; 2012–2016 წლებში — „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე; 2017–2018 წლებში ხელმძღვანელობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს, გარდაცვალებამდე კი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

ეროვნული მოძრაობის დროს აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა პერიოდულ თუ ე. წ. არაფორმალურ გამოცემასთან, ჟურნალ-გაზეთებთან; საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის წლებში თანამოაზრეებთან ერთად გამოსცემდა გაზეთ „მაჭახელას“. იყო საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი.

გარდაიცვალა 2020 წლის 12 ნოემბერს.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ავთანდილ ბერიძის ქონებრივი დეკლარაცია[მკვდარი ბმული]
  2. „აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა“. www.ambebi.ge. 12 ნოემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)