ავთანდილ ადამია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავთანდილ ადამია (დ. 15 სექტემბერი, 1920, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1942 წელს დაამთვრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტიის სამკურნალო ფაკულტეტი.

1943 წლიდან მუშაობს აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში. 1998 წლიდან განყოფიილების გამგე. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: „სისხლის კონსერვაციის და გადასხმის მეთოდები“, „ორეტაპიანი მეთოდი სისხლის დამზდებისათვის“, „სისხლის კონსერვაციის და გადასხმის მეთოდები“. აქვს ორი გამოგონება.

1963 წელს დაიცვა საკანდიტატო დისერტაციის თემა — „სქურის მინერალური წყლის გამოყენება სისხლის დასაკონსერვებლად“.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2001 — ღირსების ორდენი
  • 1981 — საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1946 — მედალი „შრომითი მამაცობისთვის“

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სისხლის კონსერვაციის და გადასხმის მეთოდები, თბ., 1974
  • ორეტაპიანი მეთოდით დაკონსერვებული სისხლის დამზადება და გადასხმა თბ., 1965

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000, გვ. 11
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 6, თბ., 2003, გვ. 182

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]