ავესტური დამწერლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავესტური ანბანი

ავესტური დამწერლობასპარსული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობა, რომლითაც ზოროასტრული საღვთო წერილის ტექსტებია დაწერილი. გარდა ავესტურისა, საშუალი საპარსული ტექსტების ჩასაწერადაც გამოიყენებოდა[1]. შედგება 50 ნიშნისაგან (37 თანხმოვანი და 16 ხმოვანისაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!). ამ ნიშნებს აშკარად გამოხატული კურსივის ხასიათი აქვთ. ავესტური დამწერლობის ასოები, არაბულის მსგავსად, ერთმანეთზე გადაბმულად იწერება. იწერება მარჯვნიდან მარცხნივ.

ავასტური დამწერლობა ენათესავება, ერთის მხრივ, ფალაურ დამწერლობას, ხოლო მეორეს მხრივ, ფარსულ დამწერლობას, რის გამო ზოგიერთი მკვლევარი მას „შერეულ“ ანბანად მიიჩნევს. ფარსულ და ფარაულ დამწერლობებთან ასეთსავე მიმართებას ამჟღავნებს არამეული დამწერლობის ის სახეობა, საიდანაც არმაზული დამწერლობა მომდინარეობს. ამიტომ გამორიცხული არაა შესაძლებლობა, რომ ავასტური დამწერლობის არამეული დამწერლობის მსგავსი ვარიანტი ედოს საფუძვლად. ავასტური დამწერლობის ძეგლები ორგვარია: ინდური (უძველესი ტექსტები წარმოდგენილია XIII-XIV საუკუნეების ძეგლებით) და სპარსული (XVII საუკუნე), რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გვიანდელ ხელნაწერებშია დაცული, უფრო ზუსტად ასახავს ტექსტს. ავასტურ დამწერლობაში განვითარებულია ხმოვანთა სისტემის ამსახველი ნიშნები, რასაც ბერძნულის გავლენას მიაწერენ.

ირანში ისლამის გავრცელების შედეგად ფალალაური და ავესტური დამწერლობა მალე არაბულმა დამწერლობამ ჩაანაცვლა. ეს ორი ირანული დამწერლობა დღეს მხოლოდ ზოროასტრიზმის მიმდევრების მიერ გამოიყენება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. A. V. Williams Jackson, The Avestan Alphabet and its Transcriptions, Stuttgart 1890