ავერინოს სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავერინოს სახლი
რუს. Дом Аверьино
კოორდინატები 47°12′38″N 38°55′06″E / 47.2105° ჩ. გ. 38.91835° ა. გ. / 47.2105; 38.91835
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი ადრეული კლასიციზმი, ბაროკოს ნიშნებით
დასრულების თარიღი 1860
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101199000

ავერინოს სახლი (რუს. Дом Аверьино) — სართულნახევრიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1860 წელს. ავერინოს სახლს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილების საფუძველზე გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1]

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 50.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიწის ნაკვეთი რომელიც მდებარეობდა კომერციული შესახვევისა (ამჟამად უკრაინის შესახვევი) და ბერძნების ქუჩის კუთხეში, XIX საუკუნეში შეიძინა ავერინოების კომმერსანტთა ოჯახმა. ტერიტორიაზე მდებარეობდა რამდენიმე ნაგებობა. ყველაზე ძველი ნაგებობა იყო ორსართულიანი სახლი ბალუსტრადით, რომელიც აგებული იყო 1818 წელს. მოგვიანებით სახლის მფლობელობა ნაწილ ნაწილ გაიყიდა და არნიშნული ორსართულიანი სახლი გახდა მუსურის ოჯახის კუთვნილება.

ორსართულიანი სახლი ბერძნების ქუჩის კუთხეში ააგეს XIX საუკუნის შუა წლებში. 1855 წელს იგი სერიოზულად დაზარალდა ინგლის-საფრანგეთის ესკადრის მიერ გაახსნილი ცეცხლის შედეგად. მფლობელებმა სახლი აღადგინეს. სახლის მფლობელი იყო ავერინო, ხოლო 1890 წლიდან, მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ცოლი - სოფია ავერინო. 1896 წლიდან სახლის მფლობელია ა. რიდელიუ და მისი მემკვიდრეები. 1915 წელს კი სახლს დაეუფლა ფ. ზვორინო.

1919 წელს შენობაში განთავსებული იყო თეთრების მოძრაობის მთავარსარდლის გენერალ-ლეიტენანტის ანტონ დენიკინის შტაბი. 23 ოქტომბერს ავერინოს სახლში გაიმართა რუსეთის არმიის უმაღლესი სამხედრო წოდებისა და მოკავშირეთა სამხედრო მისიების წარმომადგენელთა (დიდი ბრიტანეთი, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი) შეხვედრა.

საბჭოტა ხელისუფლეის დამყარების შემდეგ მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. 1920-იან წლებში სახლში მოქმედებდა განათლების განყოფილება, შვიდწლიანი სკოლა გერმანელი ინტერვენტების შვილებისთვის, საბავშვო ბაღი № 8. 1944-1948 წლებში მეორე სართული ეკავა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეს, ხოლო პირველ სართულზე მოქმედებდა პ. ჩაიკოვსკის სახელობის ბავშვთა მუსიკალური სკოლა № 1. იგი შენობაში განთავსებული იყო 2000 წლამდე[2].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავერინოს სახლის არქიტექტურა შეიცავს კლასიციზმისა და ბაროკოს არქიტექტურული სტილის ელემენტებს[3]. საკმაოდ მკაცრი ფასადი შემკულია რუსტიკებით. სწორკუთხა ფანჯრების სანდრიკები ნახევრაწრიული და სამკუთხა ფორმისაა. სახლს ეზოს მხრიდან აივანი აქვს მეტალის აჟურული მოაჯირით, ოთხ სვეტზე დაყრდნობილი[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • В. И. Тимошенко. Энциклопедия Таганрога. — Ростов-на-Дону: РостИздат, 2003. — 526 с.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ЖИЛОЙ ДОМ. КОМПЛЕКС ЗАСТРОЙКИ УЛИЦЫ.[მკვდარი ბმული]
  2. Дом 50/11. Исторический Таганрог. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-05. ციტირების თარიღი: 2017-03-04.
  3. В. И. Тимошенко. Энциклопедия Таганрога. — Ростов-на-Дону: РостИздат, 2003 с. 126
  4. В. И. Тимошенко. Энциклопедия Таганрога. — Ростов-на-Дону: РостИздат, 2003 с. 127