ავდელა
ავდელა (ძვ. ბერძნ. Αβδέλλα; არუმ. Avdhela) — სოფელი და ყოფილი მუნიციპალიტეტი გრევენას რეგიონულ ერთეულში, დასავლეთ მაკედონიაში, საბერძნეთში. 2011 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ, ის გახდა გრევენას მუნიციპალიტეტის ერთეული.[1] ეს არის სეზონური არუმინული (ვლაქური) სოფელი.[2][3][4] სოფელი ავდელა მდებარეობს პინდოსის მთებში, 1250–1350 მეტრის სიმაღლეზე, მისი მოსახლეობა ზაფხულობით დაახლოებით 3000-ს აღწევს, ხოლო ზამთარში მხოლოდ რამდენიმე მცხოვრები რჩება. 2021 წლის აღწერით, აქ 73 მაცხოვრებელი იყო.[5]
ავდელა ცნობილია, როგორც ძმებ მანაკების სამშობლო, და ჩნდება ფილმ „ოდისეოს მზერის“ საწყის კადრებში. ავდელას თემის ფართობი მოიცავს 43.243 კვ.კმ ტერიტორიას.[5]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავდელას დაარსების დრო უცნობია. შესაძლოა, მისი დაარსება დაკავშირებული იყოს სმოლიკას მთის რეგიონში დასახლებების შექმნასთან, რაც, თავის მხრივ, უკავშირდებოდა ვეტერინარული საქმიანობის განვითარებას. თავდაპირველად, არუმინულმა ოჯახებმა შექმნეს პატარა საოჯახო დასახლებები, რომლებიც შეერწყა ერთმანეთს და წარმოქმნა ერთიანი დასახლება, რაც დღეს ავდელას ქმნის. ავდელას დაარსება და ზრდა უკავშირდება მეცხოველეობის აღმავლობას, ადგილობრივების მწყემსური ცხოვრების წესის გათვალისწინებით. 1800 წლამდე სოფელი მდებარეობდა Fântîne-ში, მაგრaმ მცხოვრებლებმა, ძირითადად, დიდი არუმინული მწყემსური ოჯახების წევრებმა, უკეთესი კლიმატის გამო გადაინაცვლეს მიმდინარე ადგილმდებარეობაზე.
ოსმალთა მმართველობის პერიოდში ავდელა იყო გრევენას კაზაში, სერვიცის (თანამედროვე სერვია) სანჯაყში, მონასტირის (თანამედროვე ბიტოლა) ვილაიეთში.
რეგიონში პირველი რუმინული სკოლა დაარსდა ავდელაში 1867 წელს ადგილობრივი არუმინი მოღვაწის, მარგარიტის მიერ.[6] აპოსტოლი მარგარიტი იყო არუმინი მასწავლებელი და მწერალი, არუმინული ემანსიპაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხმა XIX საუკუნეში, მან განაპირობა რუმინეთის პოლიტიკა არუმინებისადმი, მისი მოღვაწეობის შემდეგ დაიწყეს არუმინებმა საკუთარი სკოლების გახსნა საკუთარ ენაზე.
ზოგიერთი ავტორი ამტკიცებს, რომ ავდელა იყო პრო-რუმინული განწყობების ცენტრი XX საუკუნის დასაწყისში, და სწორედ ამ განწყობებმა გამოიწვია ისეთი პიროვნებების გამოჩენა, როგორიც იყო აპოსტოლი მარგარიტი. 1905 წლის ოქტომბერში აპოსტოლი მარგარიტი სწორედ ამ მიზეზით დაწვეს ბერძნულმა ანტარტებმა.[7]
1944 წლის 14 ივლისს, სოფელი კვლავ დაწვა გერმანელი ნაცისტების ჯგუფმა, მათი უკანდახევის დროს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | მოსახლეობა | % |
|---|---|---|
| 1928 | 86 | - |
| 1940 | 424 | +393.0% |
| 1951 | 6 | −66.7% |
| 1961 | 2 | −98.6% |
| 1971 | 4 | +100.0% |
| 1981 | 360 | +8900.0% |
| 1991 | 130 | −63.9% |
| 2001 | 4 | +100.0% |
| 2011 | 12 | −90.8% |
| 2021 | 280 | +2233.3% |
გამოჩენილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- არქიმანდრიტი ავერჩიე (1806/1818–?), ბერი და სკოლის მასწავლებელი
- იოანე დ. კარაგიანი (1841–1921), ფოლკლორისტი და მთარგმნელი
- აპოსტოლი მარგარიტი (1832–1903), მასწავლებელი და აქტივისტი
- პერიკლე პაპაჰაგი (1872–1943), ისტორიკოს და ფოლკლორისტი
- ტაჩე პაპაჰაგი (1892–1977), ფოლკლორისტი და ლინგვისტი
- ნუში ტულიუ (1872–1941), პოეტი და პროზაიკოსი
- ზისის ვეროსი (1880–1985), მაკედონიური ბრძოლის მეთაური
- იანაკი და მილტონ მანაკები (1872–1954 and 1882–1964), ფოტოგრაფიისა და კინოს პიონერები
ძმები მანაკები (არუმ. Frats Manachia), იანაკი და მილტონი (არუმ. Ianachia და Milton), იყვნენ არუმინული ფოტოგრაფიისა და კინოს პიონერები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ოსმალეთის იმპერიაში. ისინი პირველები იყვნენ, ვინც მოიტანა კინოკამერა და შექმნა მოძრავი გამოსახულება ქალაქ მანასტირში (თანამედროვე ბიტოლა, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა), რომელიც იყო ოსმალეთის რუმელიის ეკონომიკური და კულტურული ცენტრი.[10] მათი პირველი ფილმი, „მქსოველები“, იყო 60-წამიანი დოკუმენტური ფილმი მათი ბებიის შესახებ, რომელიც ართავდა და ქსოვდა; ეს ითვლება ბალკანეთში გადაღებულ პირველ მოძრავ გამოსახულებად.[11] ძმებმა მანაკებმა გამოიყენეს 35 მმ Urban Bioscope კამერა, რომელიც იანაკიმ გამოიწერა ლონდონიდან 1905 წელს.[12][13] იანაკი და მილტონი იღებდნენ დოკუმენტურ ფილმებს მანასტირის ქალაქის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.[14] როგორც ზემოთ ითქვა, ძმების მიერ გადაღებულ ერთ ფილმში, „ოდისეოს მზერაში“, ჩნდება მათი მშობლიური ავდელაც.
აგრეთვე იხილეთ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Avdhela Project, an Aromanian digital library and cultural initiative named after the Aromanian name of Avdella (Avdhela)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ΦΕΚ B 1292/2010, Kallikratis reform municipalities el. Government Gazette.
- ↑ Sarantis, Theodoros (1987). „Τα Γρεβενά (Συμβολή στην ιστορία τους)“. Makedonika (ბერძნული). 26: 247.
- ↑ Chang, Claudia (1993). „Pastoral Transhumance in the Southern Balkans as a Social Ideology: Ethnoarcheological Research in Northern Greece“. American Anthropologist. 95 (3): 691. "Vlachohoria, or the four famous Koutsovlach villages of Grevena–Samarina, Perivoli, Avdella, and Smixi–are described as the summer villages of the Koutsovlach, where Aroumani is spoken."
- ↑ Ntassiou, Konstantina; Doukas, Ioannis D. (2019). „Recording and mapping traditional transhumance routes in the South-Western Macedonia, Greece“. GeoJournal. 84 (1): 165. "The four Vlach villages of Grevena (Perivoli, Avdella, Smixi, Samarina)"
- 1 2 Population & housing census 2001 (incl. area and average elevation) el. National Statistical Service of Greece. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 September 2015.
- ↑ Ласку, Стоjка. Од историjaта на ароманскиот печат во Македонија. Списаниjата "Братство" и "Светлина", Скопје 2007, с. 122
- ↑ Христо Силянов. "Освободителните борби на Македония", том IІ, стр.264.
- ↑ Επίτομο Γεωγραφικό Λεξικό της Ελλάδος (Geographical Dictionary of Greece), Μιχαήλ Σταματελάτος, Φωτεινή Βάμβα-Σταματελάτου, εκδ. Ερμής, ΑΘήνα 2001
- ↑ Απογραφή Πληθυσμού - Κατοικιών 2011. ΜΟΝΙΜΟΣ Πληθυσμός el. Hellenic Statistical Authority.
- ↑ Evans, Thammy (2012). Macedonia (en). Bradt Travel Guides, გვ. 207. ISBN 9781841623955. „Manaki.“
- ↑ Filmland Griechenland - Terra incognita: griechische, Elene Psoma, Logos Verlag Berlin GmbH, 2008, ISBN 3832516182, S. 23. (Ger.)
- ↑ Katerina Zacharia, "'Reel' Hellenisms: Perceptions of Greece in Greek Cinema" in Katerina Zacharia, Hellenisms, p. 323
- ↑ Vecer Online - One century of the Macedonian seventh art mk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 19 June 2013
- ↑ Utrinski Newspaper - Archive monument from the creation of the Manaki's. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 19 June 2013