ავგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ათენას ქურუმ ქალს ეხება. ათასი პირუტყვის მეპატრონის შესახებ იხილეთ ავგეა.

ავგე (ბერძნ. Αυγή, ἠ) - ათენას ქურუმი, არკადიის მეფის ქალიშვილი. ავგეს მამას უწინასწარმეტყველეს, რომ ბადიშის დაბადება უბედურებას მოუტანდა. მიუხედავად მამის სასტიკი წინააღმდეგობისა, ავგემ შეიყვარა ჰერაკლე და მისგან დაბადა ვაჟი - ტელეფოსი. მამისათვის რომ დაემალა, ავგემ იგი ათენას ტაძარში მიიყვანა. ასეთი საქციელის გამო გამძვინვარებულმა ღმერთქალმა ათენამ ქვეყანას შავი ჭირი მოჰფინა. როდესაც სამისნომ ჭირის გამეფების მიზეზი ახსნა, მეფემ ბრძანა, ჩვილი გზაში დაეგდოთ. ასეც მოიქცნენ და ამის მერე პატარა ტელეფოსს არტემიდეს ირემი კვებავდა. შეშინებული ავგე მისიაში გაიქცა და ცოლად გაჰყვა მეფე ტევთრანტს. როდესაც ტელეფოსი წამოიზარდა, დელფოს სამისნოსაგან გაიგო, თუ სად იმყოფებოდა დედამისი, მონახა და მის ქმარს ეშვილა. სხვა მითის მიხედვით, ავგე მდევართაგან თავდაცვის მიზნით ტელეფოსთან ერთად გადავარდა ზღვაში, გადაცურა და შვილთან ერთად მივიდა მისიაში. ავგესა და ტელეფოსის მითი პერგამული წარმოშობისა ჩანს. ტელეგოსი ითვლებოდა პერგამოსის მეფეთა წინაპრად. პერგამოსის ტაძრის მცირე ფასადზე გამოსახულია სცენები ამ თქმულებიდან.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ავგე&oldid=2829086“-დან