ავაჩის სოპკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავაჩის სოპკა
ავაჩის სოპკა
ავაჩის სოპკა
კოორდინატები: 53°15′ ჩ. გ. 158°50′ ა. გ. / 53.250° ჩ. გ. 158.833° ა. გ. / 53.250; 158.833
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 2741 
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 2008
ავაჩის სოპკა — რუსეთი
ავაჩის სოპკა
ავაჩის სოპკა — კამჩატკის მხარე
ავაჩის სოპკა

ავაჩის სოპკა (რუს. Авачинская сопка) — სომა-ვეზუვის ტიპის მოქმედი სტრატოვულკანი სამხრეთ-აღმოსავლეთ კამჩატკაზე, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატკის მახლობლად. სიმაღლე 2741 მ. მწვერვალი კონუსისებრია. აგებულია ბაზალტებითა და ანდეზიტური ლავებით, ტუფებითა და შლაკით. კრატერის დიამეტრი უდრის 400 მეტრს. ვულკანს გააჩნია მრავალრიცხოვანი ფუმაროლები. ხშირია ამოფრქვევა.

ვულკანის უმაღლეს ნაწილებში მდებარეობს 10 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 10,2 კმ². ქვედა კალთები შემოსილია მასიური ტყით. 1000 მ სიმაღლეზე ვულკანოლოგიური სადგურია. აღსანიშნავია, რომ ამოფრქვევები უმეტესად XX საუკუნის პირველ ნახევარში მიმდინარეობდა (მ. შ. 1901, 1909, 1926, 1927, 1938, 1945 წწ.). უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1991 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]