ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი (ინგლ. Avatar: The Last Airbender)
ჟანრი
  • ექშენი
  • სათავგადასავლო
  • ფენტეზი
  • კომედია-დრამა
სეზონი 3
ეპიზოდი 61
რესურსები ინტერნეტში

ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი, ზოგიერთ რეგიონში ასევე ცნობილია სახელით ავატარი: ლეგენდა აანგზე — ამერიკული ანიმაციური ტელესერიალი რომელიც Nickelodeon Animation Studio-ს მიერ არის წარმოებული . სერიალი ერთობლივად შექმნეს მაიკლ დანტე დიმარტინომ და ბრაიან კონიეტზკომ, აარონ ეჰაზთან, სერიალის მთავარ სცენარისტთან ერთად. სერიალი მიმდინარეობდა Nickelodeon-ზე სამი სეზონის განმავლობაში, 2005 წლის თებერვლიდან 2008 წლის ივლისამდე. [1]

ავატარი არის აზიურით შთაგონებული სამყარო, სადაც ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ტელეკინეზით მანიპულირონ ოთხი კლასიკური ელემენტი (წყალი, მიწა, ცეცხლი და ჰაერი.), მანიპულირების, მართვის მოძრაობები შთაგონებულია ჩინური საბრძოლო ხელოვნებებით. ერთადერთი პიროვნება რომელსაც შეუძლია მართოს ოთხივე ელემენტი, „ავატარი“ არის პასუხისმგებელი მსოფლიოს ოთხ ერს შორის ბალანსის შენარჩუნებაზე და ასევე ფიზიკურ და სულიერ სამყაროთა ხიდად მსახურობს. სერიალი წარმოდგენილია სტილში, რომელიც აერთიანებს ანიმეს და თანამედროვე ამერიკულ ანიმაციის სტილს, და ძირითადად ეყრდნობა ამღმოსავლეთ აზიური კულტურის ხატოვანებას, სამხრეთ აზიის, ინუიტური და სირენიკური კულტურის გავლენით.

სერიალი ბრუნავს თორმეტი წლის აანგის თავგადასავლის გარშემო , ავატარი აანგი არის თვისი ერის, ჰაერის ბერების უკანასკნელი გადარჩენილი, ის თავის მეგობრებთან: კატარასთან სოკასთან და მოგვიანებით ტოფ ბეიფონგთან ერთად, ცდილობს ცეცხლის ერის ომი სხვა ერების წინააღმდეგ დაასრულოს. ის ასევე ზუკოს, ცეცხლის სამეფოს გაძევებული პრინცის ისტორიას მიყვება, რომელიც თავისი ღირსების დასაბრუნებლად ავატარის დაჭერისაკენ მიისწრაფის. მას თან ახლავს მისი ბრძენი ბიძა აირო, და მოგვიანებით მისი ამბიციური და აზულა.

ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი რეიტინგული წარმატება იყო და კრიტიკოსებისგან მოწონება მიიღო მისი პერსონაჟების, კულტურული ცნობების, ხელოვნების მიმართულების, საუნდტრეკის, იუმორისა და თემებისთვის. სერიალი მოიცავს ისეთ თემებს რომელთნაც ახალგაზრდობას შეხება იშვიათთ აქვს. როგორიცაა ომი, გენოციდი, იმპერიალიზმი, ტოტალიტარიზმი, ინდოქტრინაცია და თავისუფალი არჩევანის ქონა. შოუს რამდენიმე კრიტიკოსი განიხილავს, როგორც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ანიმაციურ სატელევიზიო სერიალს. შოუს მონაგები აქვს ხუთი Annie Awards, Genesis Award, Primetime Emmy Award, Kids' Choice Award და Peabody Award.

გაშლილი ავატარის ფრენჩაიზი მიმდინარე კომიქსის სერიებს, რომანის სახის წინაისტორიას, სერიების ანიმაციური გაგრძელებას და ფილმს, ასევე Netflix-ისთვის გამოცემული ფილმის მომავალ სერიებს შეიცავს. სრული სერიები დისკზე 2018 წლის ივნისში გამოვიდა, მისი ფინალის ათი წლის აღნიშვნის საპატივსაცემოდოდ, 2020 წლის მაისს კი შეგეძლო სერიალისთვის Netflix-ზე გეყურებინა, 2020 ივნისისთვის Paramount+-ზეც დაემატა, Amazon Prime Video-ზე კი 2021 წლის იანვარში გახდა ხელმისაწვდომი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]