ავანას დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავანას დინასტია მართავდა ელამურ ქალაქ ავანში ძვ. წ. XXVI - XXIII საუკუნეებში.

და კიდევ ორი მეფე - ძვ. წ. XXVI საუკუნე

ძვ. წ. XXVII საუკუნის ბოლოს, XXVI საუკუნის პირველ ნახევარში ავნას მეფეები მმართველობდნენ ჩრდილო შუამდინარეთში. დაახ. ძვ. წ. 2500 წელს კიში მმართველებმა მოახერხეს ელამელთაგან გათავისუფლება. ამ დროს ავანაში ახალი დინასტია გაბატონდა, რომლის პირველი წარმომადგენელიც სავარაუდოდ პელი იყო. თუმცა ამ პერიოდის ისტორია თითქმის სრულიად უცნობია. ავანის დინასტიის მერვე მეფე, ლუხიშანი, დაამარცხა აქადის მეფემ სარგონმა, თუმცა ტახტის შენარჩუნება მან მოახერხა. ხოლო მისი შემცვლელის, ხიშეპრატენის დროს ელამიტები აუჯანყდნენ დამპყრობლებს. აქადის ახალ მეფეს რიმუშს ისევ უნდა დაემორჩილებინა ელამი. აქადელებმა ელამელები ორ ბრძოლაში დაამარცხეს და გაძარცვეს ელამი. მეორე ბრძოლა მოხდა მდინარე კაბნიტთან დაბლობზე სუზებსა და ავანს შორის. მხოლოდ კუტიკ-ინშუშინაკის დროს, როდესაც აქადის იმპერია დაიქცა კუტიების შემოსევებისგან, ელამმა დაიბრუნა დამოუკიდებლობა.

ავანას შემდეგ მეფეებზე ცნობები არ არსებობს. შესაძლოა კუტიების შემოსევების შედეგად ელამიც დაიშალა. ქვეყანა თავიდან გაერთიანდა 100 წლის შემდეგ სიმაშკების მეთაურობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6