ბიძინა ავალიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ავალიშვილი, ბიძინა)
Jump to navigation Jump to search
ბიძინა ავალიშვილი
დაიბადა 30 აგვისტო, 1922
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 2002
ეროვნება ქართველი
სფერო ხელოვნება

ბიძინა გიორგის ძე ავალიშვილი (დ. 30 აგვისტო, 1922, თბილისი — გ. 2002) — ქართველი მოქანდაკე. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1962).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1947 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (იაკობ ნიკოლაძის კლასი). ქართველ მოქანდაკეთაგან პირველმა გამოიყენა მასალად ხე. მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებს. ნამუშევრები: ვაჟა-ფშაველას (ქვა, 1948, დუშეთი), მირზა გელოვანის (მარმარილო, 1963, თიანეთი), ვასილ ბარნოვი ს (მარმარილო, 1967, კოდა) ძეგლები. ალექსანდრე ყაზბეგის (ხე, 1947), გალაკტიონ ტაბიძის (ბრინჯაო, მთაწმინდის პანთეონი, 1968), ვაჟა-ფშაველას (ხე, 1955), ფიროსმანის (ბრინჯაო, 1962-1963) პორტრეტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]