დავით ავაზაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ავაზაშვილი, დავით)
Jump to navigation Jump to search

დავით ზაქარიას ძე ავაზაშვილი (დ. 3 სექტემბერი/16 სექტემბერი, 1911, ყვარელი — გ. 20 მარტი, 1984, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკოს მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1959), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წელს დაამთავრა თსუ. 1956–1984 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე. იკვლევდა დიფრაქციის მათემატიკური თეორიის სასაზღვრო ამოცანებს, დრეკადობის თეორიისა და სხვა საკითხებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 114, თბ., 1975 წელი.
  • ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 58, თბ., 1997