ავადჰარა (კურორტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ავადჰარა.

ავადჰარა[1], აუადჰარა — კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. ავადჰარის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ავადჰარის ხეობაში. ზღვის დონიდან 1600 მ, გუდაუთიდან 75 კმ. გარშემორტყმულია ნაძვის, სოჭისა და წიფლის ტყით დაფარული მთებით. იცის გრილი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. დასახლება სეზონურია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 14, თბ., 2009.
  2. უშვერიძე გ., ბაგრატიონი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 55.