ავაგი (საკუთარი სახელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავაგი
უცნობი
სქესი: მამრობითი
ეტიმოლოგიური მნიშვნელობა: უცნობი

სხვა ფორმები: აგული(?)
კნინობ. ფორმები: ავაგო, ავგია, აგია
დაკავშირებული სტატიები: დაწყებული „ავაგი“

ყველა სტატია „ავაგი“

ავაგი — გაურკვეველი წარმოშობის სახელი. მისი კნინობითი ფორმებია: „ავაგო“, „ავგია“ და „აგია“. შესაძლოა ამ სახელს უკავშირდებოდეს „აგული“. ავაგი ერქვა არაერთ ცნობილ ისტორიულ პირს, მათ შორის ივანე ათაბაგის ძეს რომელიც 1127 წელს ათაბაგ-ამირსპასალარი გახდა. „ქართლის ცხოვრებაში“ ჟამთააღმწერელი მოგვითრობს: „შემდგომად ორისა წლისა მიიცვალა ივანე ათაბაგი და მთავარ ყვეს ძე მისი ავაგ და უბოძეს მას ამირსპასალარობა“. 1250 წელს ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი გახდა ავაგ-სარგის მხარგრძელი. XVII საუკუნის შუა ხანებში იმერეთის მეფის ციხისთავი იყო ავაგ ომათამათიძე. ამ სახელისაგან წარმოიშვა გვარი აგიაშვილი. ისტორიულ წყაროებში გვხვდება აგრეთვე გვარი ავაგაშვილი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]