აეციუს ამიდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აეციუს ამიდელი
ბერძ. Ἀέτιος, ლათ. Aetius Amidiensis
დაბ. თარიღი 502[1]
დაბ. ადგილი დიარბაქირი
გარდ. თარიღი 575[1]
გარდ. ადგილი ალექსანდრია
მოქალაქეობა ბიზანტიის იმპერია
საქმიანობა ექიმი

აეციუს ამიდელი (ბერძ. Ἀέτιος, ლათ. Aetius Amidiensis; დ. 502 – გ. 572 ან 575) — ბიზანტიელი ექიმი, წარმოშობით ამიდიდან (მესოპოტამია). სწავლობდა ალექსანდრიაში. მსახურობდა იმპერატორ იუსტინიანე I-ის ამალის უფროსად და სამეფო კარის ექიმად. ავტორია სახელმძღვანელოსი „ჩვიდმეტი წიგნი მედიცინაზე“ (შემდგომში დაიყო ოთხ ნაწილად — „ტეტრაბიბლოსად“). ეს ნამუშევარი მოიცავს არეტეოსის, გალენოსის, დიოსკორიდეს, ორიბასიოს და სხვა ავტორთა შრომების კომპილაციებს, ეგვიპტური და ეთიოპური მედიცინის რეცეპტებს, აერთიანებს იმდროინდელი ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის სამედიცინო ცოდნის თითქმის სრულ წრეს. ნერვებს, თვალის დაავადებებს, თერაპიასა და მეანობას დათმობილი თავები თავად აეციუსის დაკვირვების შედეგებს შეიცავს. მკურნალობის რაციონალურ ხერხებსა და რეკომენდაციებთან ერთად, უმთავრესად მეანობის, ოპერატიული გინეკოლოგიისა და ქირურგიის დარგში, აეციუსი ყურადღებას უთმობდა რელიგიურ და მისტიკურ წარმოდგენებს. ზოგიერთი ნერვული და ფსიქიკური დაავადება დაუკავშირა თავის ტვინის დაზიანებას, ვარაუდობდა, რომ ბოდვითი აშლილობის დროს ზიანდებოდა არა მარტო თავის ტვინის გარსი, არამედ მისი ნივთიერებაც.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia UniversalisEncyclopædia Britannica.
  2. Шилинис, Ю. А.. Аэций. Большая российская энциклопедия – электронная версия (2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-03. ციტირების თარიღი: 3 იანვარი, 2022