აეროსტატი
აეროსტატი — ჰაერზე მფრინავი მსუბუქი საფრენი აპარატია. აეროსტატის ამწევ ძალას ქმნის (არქიმედეს კანონის შესაბამისად) მის გარსში მოთავსებული ჰაერზე მსუბუქი აირი, მაგ: წყალბადი, ჰელიუმი. აეროსტატი არის მართული (დირიჟაბლი), არამართული-ქარის მიმართულებით თავისუფლად მფრინავი სფერული გარსი. აეროსტატს უმთავრესად სპორტული და კვლევითი მიზნებისთვის იყენებენ, ხოლო მის მისაბმელებს სამოქალაქო თავდაცვაში და საველე დაზვერვაში.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „აეროსტატი“ ვიკისაწყობში.
- The Early Years of Sport Ballooning
- Hot Air Balloon Simulator