აეროვაგზალი
აეროვაგზალი — საჰაერო ტრანსპორტის მგზავრთა მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა აეროპორტის ცენტრალურ ზონაში. აეროვაგზალში შედის ვაგზლისწინა მოედანი საქალაქო ტრანსპორტის სადგომებით, ბაქანი თვითმფრინავის სადგომებითურთ, საბაქანო-ტექნიკური სამსახურის შენობა, სამზარეულო, სასტუმრო, თვითმფრინავების მოძრაობის სამართავი სადისპეტჩერო პუნქტი. დანიშნულების მიხედვით აეროვაგზალის ეს ნაგებობანი გაერთიანებულია 3 ჯგუფში: სამგზავრო (საოპერაციო, მოსაცდელი და ჩასასხდომი დარბაზები, კაფე, რესტორანი); დამხმარე დანიშნულებისა (საბარგო სათავსები, დედათა და ბავშვთა ოთახები, კავშირგაბმულობის განყოფილება და სხვა) და სასამსახურო-საექსპლუატაციო (შენობები გადაზიდვის სამსახურისათვის, საინჟინრო-ტექნიკურ მოწყობილობისათვის და სხვა). არსებობს შიდა და საერთაშორისო ავიახაზების აეროვაგზალი, სადაც ხდება ბილეთების გაყიდვა და რეგისტრაცია, ბარგის მიღებაგაცემა, მგზავრთა საფოსტო, საყოფაცხოვრებო, სამედიცინო და სხვა მომსახურება. საერთაშორისო ხაზების აეროვაგზალში კი ამას გარდა სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლი და ბარგის საბაჟო შემოწმება. აეროვაგზალის სიდიდე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია მგზავრთა გადაყვანის დადგენილი მოცულობა ამა თუ იმ აეროპორტისათვის. მხედველობაში იღებენ გამცილებელთა რაოდენობასაც (მგზავრთა საშუალო რაოდენობის 30-40%), დიდი ქალაქების მოსახლეობის უკეთ მომსახურებისა და აეროპორტის განტვირთვისათვის საქალაქო აეროვაგზალი შენდება ისეთ პუნქტებში, რომლებიც აეროპორტს მოხერხებულად უკავშირდება საქალაქო ტრანსპორტით.
პირველი აეროვაგზალები ააგეს 1922-1923 პარიზ-ბურჟესა და ბერლინ-ტემპელჰოფის აეროპორტებში უცხოეთში აეროვაგზალთა განსაკუთრებით სწრაფი მშენებლობა დაიწყო II მსოფლიო ომის, სსრკ-ში კი — 1958 შემდეგ, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავების პარკი ახალი, სრულყოფილი, მჩქარობლური მრავალადგილიანი თვითმფრინავებით (ტუ-109, ილ-18, ან-10, ტუ-114 და სხვა) შეივსო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 107-108.
|