შინაარსზე გადასვლა

აერენქიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აერენქიმა ტიპიური ჭაობის მცენარის ღეროს ჯვარედინ მონაკვეთში.

აერენქიმა (ბერძ. αέρος [aer] — „ჰაერი“ და ἔγχυμα [enchyma] — „ავსება“, აქ — „ქსოვილი“) — პარენქიმული უჯრედებისაგან შემდგარი, ჰაერით ამოვსებული ფაშარი ქსოვილი. უვითარდება ჭაობისა და წყლის მცენარეებს (იხ. ჰიდროფიტები) წყალში მოქცეულ ორგანოებში, სადაც გროვდება ცხოველმოქმედებისათვის აუცილებელი ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის მარაგი.